„დავაი ნიკოლოზ“ არ გამოვიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ უქმეებზე ვენის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, საქართველოში მოგებული სასამართლოს შემდეგ, პირველ ტურნირზე გაემგზავრა და წილისყრაში აშკარად არ გაუმართლა - პირველივე წრეში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, დანილ მედვედევს შეხვდა. სხვათა შორის, შარშან, ვენის ტურნირზე მყოფ ბასილაშვილს კორტზე დადგმული ეკრანიდან ქართლად ამხნევებდნენ და შესვენებების დროს წერდნენ „მიდი, ნიკოლოზ!“.

ვერ გეტყვით< ამჯერად თარჯიმანი შეცვალეს თუ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, მაგრამ ბასილაშვილის გასამხნევებლად, ეკრანზე ქართული ასოებით გამოისახა „დავაი ნიკოლოზ!“ ქართველმა ჩოგბურთელმა წარწერა დროზე შენიშნა, სკამიდან წამოდგა და ეკრანს პირსახოცი გადააფარა. ამის გაკეთება უფრო მარტივი და ეფექტური იყო, ვიდრე ორგანიზატორებისთვის იმის ახსნა, რომ ქართულად რუსული სიტყვა იყო დაწერილი და შესასწორებელი გახლდათ.