ვინ მოკლა ახალგაზრდა ქალი და რა ალიბი ჰქონდა ქმრის პირველ ცოლს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

ორცოლიანი კაცის ტრაგიკული ამბავი

 

ბათო ჯაფარიძე

 

შესაძლოა, ბევრს გაეცინოს, მაგრამ დღესაც კი, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მამაკაცს ორი ცოლი ჰყავს. ეს განსაკუთრებით მთაში შეიმჩნევა და ორცოლიანებიც უფრო ხანში შესულ მამაკაცებს შორის გვხვდებიან. მეუღლეები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ადრე, მთაში ასეთი შემთხვევები უფრო ხშირი იყო და ეს, იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კანონმდებლობა ამას კრძალავდა. მუშა-ხელი ოჯახში, სოფლდ, ყოველთვის ძვირად ფასობდა, მით უმეტეს, გამრჯე ქალის ყოლა და თუ ბედით ან უბედობით ერთ ერქვეშ ორი ქალი იქნებოდა, ხშირ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ და ქმარიც ბედნიერი იყო. ეს სოფლად, თორემ ქალაქად ასეთი რამის გაგონებც კი სასწაულთან იყო გაიგივებული.

 

აჭარის რეგიონში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის უთოზე მიერთებული დენის მავთლით იყო გაგუდული და როცა თბილისიდან განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების განყოფილებიდან ორი გამომძიებელი გაუშვეს, ბევრს გაუკვირდა. რიგითი მკვლელობა, არანაირიიდუმალება, მკვლელის დაკავება დროის ამბავი იყოდა თითქოს არც იმის საჭიროებაყო, რომ საქმეში განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილება ჩართულიყო.

„როცა ადგილზე ჩავედი და გარდაცვლილის მეუღლე დავკითხე, ყველაფერს მივხვდი. ის არ მალავდა, რომ მისი ცოლი მოკლეს და გარდაცვლილი... ცოლმა იპოვა. ჰო, მას ორი ცოლი ჰყავდა და რაც მთავარია, ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა, მაგრამ ხმამაღლა არავინ ამბობდა. ეს ამბავი არ უნდა გახმაურებულიყო, საბჭოთა კავშირში ორცოლიანობა, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. ეს ყველნაირ მორალურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა და პარტიულ ნომენკლატურას თუ დავუერებდით, უცხოელებს რომ გაეგოთ, თავი მოგვეჭრებოდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

როგორც გარდაცვლილის მეუღლემ თქვა, მეორე ცოლი ქმარმა ორი წლის წინ, „შემთხვევით“ მოიანა, თუმცა სამოქალაქო ქორწინებაში ანუ ოფიციალურად მხოლოდ პირველ ცოლთან იყო. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სამართალდამცავებს ყველა დეტალი აინტერესებდათ, რომელ ცოლთან წვებოდა ღამით, ჰქონდა თუ არა გრაფიკი, ვინ ამზადებდა სადილს, რომელთან ერთად დადიოდა, მაგალთად, წვეულებებზე, ქორწილებშ, გასვენებებში... მამაკაციყველაფერ ამას ძალზედ ჩვეულებრივად პასუხობდა და ძალიან, ძალიან წუხდა იმაზე, რომ ერთი ცოლი დაკარგა. ჰო, მისი მიყვანის ისტორია საინტერესო იყო. ორი წლის წინ, კაცი შინ ბრუნდებოდა, გზად დაინახა, რომ ღამის პერანგსა და სახლის ფაჩუჩებში ვიღაც გარბოდა. მანქანა გაუჩერა, ჰკითხა, დახმარება ხომ არ გინდაო, ის ქალი კი მანქანაში ჩახტა და შეევედრა, აქედან წამიყვანე, ქმარი მოკვლას მიპირებსო. ქალის დასისხლიანებულ სახეს რომ შეხედა, კაცი მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე ნამდვილად არ იყო და ქალი პირდაპირ შინ მიიყვანა. ცოლმა მოუარა, დაბანა, საკთარი ტანისამოსი მისცა და ძალიან გაუხარდა, რომ მეორე დღესვე, სტუმარი ქალი მზად აღმოჩნდა, ოჯახის ოთხი შვილი დაეტოვებინა, მოევლო, მეცადინეობაში დახმარებოდა, ცოლ-ქმარი კი ქორწილში წავიდა სტუმრად.

პირველერთი კვირა ნამდვილად მიხაროდა, სახლში დამხმარე გამომიჩნდა, სახლიც დიდი გვაქვს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ქმარი სხვანაირად უყურებდა ჩვენს სტუმარს და ვთქვი კიდეც, ეგებ, წასვლის დრო მოვიდა-მეთქი, მაგრამ მათ უკვე ყველაფერი მოლაპარაკებული ჰქონდათ - გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ერთად უა გვეცხოვრა. რა უნდა მექნა? ოთხი შვილით სად წავსულიყავი და დავთანხმდი. საბუთებით, ჩემიქმარი იყო, ის კი, ხან იმასთან წვებოდა, ხან - ჩემთან, დიდ მნიშვნელობას ამას არც ვანიჭებდი“, -განაცხადა ცოცხალმა ცოლმა.

რაც შეეხება ალიბის, ქმარი სამსახურში იყო და ოთახში, სადაც ის მუშაობდა, მის გარდა, კიდევ ოთხითანამშრომელი იმყოფებოდა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მამაკაცი მხოლოდ ორჯერ გავიდა ოთახიდან და ისიც საპირფარეშოში, სადილი კი პირდაპირ ოთახში გაშალეს - ძეხვი, პური და ყველი მალე შეიჭამა. რაც შეეხება ქალს, ის არ მუშაობდა, მაგრამ იმ დღეს სახლში იმიტომ არ იყო, რომ დედამ გამაჯანსაღებელ ცენტრში... შოკოლადის მასაჟის ბილეთი აჩუქა. ეს მასაჟები მაშინაც კეთდებოდა და რაც მთავარია, საკმაოდ ძვირი ღირდა. ქალი სწორედ იმ ცენტრში იმყოფებოდა, მაგრამ როცაგადაამოწმეს...

„გეთანხმებით, ის ქალბატონი პროცედურებზ იყო ჩაწერილი, ცენტრში მოვიდა, წინასწარი მასაჟებიც გაიარა, შემდეგ ცხელი შხაპი მიიღო, მაგრამ ყველაზე მთავარ პროცედურაზე, შოკოლადის შეფუთვაზე არ შემოსულა. ამ დროს, ნამდვილ შოკოლადშიმთლიანად ვმალავთ კლიენტს“, - განუცხადეს სანატორიუმში და გამომძიებლები არც დაფიქრებულან, ქალი ისე დააკავეს. მიზეზი მხოლოდ ალიბის არქონა კი არა, ის იყო, რომ ნახეს ტაქსისტი, რომელმაც ქალი წამოიყვანა და... სახლთან ახლოს, დაახლოებით, 200 მეტრში ჩამოსვა. გამომძიებლების აზრით, ეს იმას ნიშნავდა, რომქალს არ უნდოდა, მეზობლებს შეემჩნიათ, როგორ გადმოდიოდა ტაქსიდან, შინ შეიპარა და კონკურენტი მოკლა. საბაბი კი... ექსპერტიზამ აჩვენა, გარდაცვლილი ქალი ორსულად იყო, თუმცა ექსპერტი იმასაც ამბობდა, ნაყოფი იმდენად პატარაა, დიდი შანსია, გარდაცვლილს ორსულობის შესახებ არაფერი სცოდნოდაო. ჰოდა, ერთია, როცა კაცს მეორე ცოლი მოჰყავს სახლშ და მეორე, როცა ეს ქალი ორსულდება და ოთხ შვილს მემკვიდრეობაში ახალი მოწილე უჩნდება.

„მე პროფესია არ მაქვს. როცა ქმარმა მეორე ცოლი მოიყვანა, მივხვდი, რომ ადრე თუ გვიან, შესაძლებელი იყო, ერთმანეთს დავშორებოდით. ამიტომ, ქმრისგან მალულად, მკერავის კურსები გავიარე და იმ დღეს, როცა დედაჩემმა რაღაც სალონის ვაუჩერი შემტენა, გამოცდა მქონდა. გამოცდას ვერ გავაცდენდი, წამოვედი და ჩავაბარე“,-განაცხადა ქალმა, მაგრამ გამომცდელების დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ქალი სწორედ იმ დროს გათავისუფლდა გამოცდებიდან, როცა შეეძლო,შინ მისულიყო და მეტოქე მოეკლა. შესაბამისად, ქალი დააკავეს და მკვლელობაში ბრალი წაუყენეს, მაგრამ ექსპერტი თავს აქნევდა, ის ქალი ვინც გაგუდა, მასზე მაღალი თუ არა, მისი სიმაღლე მაინცუნდა ყოფილიყო და თქვენი ეჭვმიტანილი ამას ვერაფრით მოახერხებდაო.

დაკავებიდან, დაახლოებით, ოთხ საათში, ქალმა გამომძიებელთან შეხვედრა მოითხოვა, აღიარებითი ჩვენება უნდა მივცეო.

„ამაყად შევედი დასაკით ოთახში. ხუმრობა ხომ არ იყო, 48 საათიც კი არ დამჭირვებია მკვლელის დასაკავებლად. ის კი ჩვენეის მოცემას აპირებდა, აღიარებითი ჩვენების. ამიტომ, სავარძელზე კი რ დავჯექი, ჩავწექი და მოსასმენად მოვემზადე“, -იხსენებს ბატონი თენგიზი. ქალმა კი...

იქიდან რომ წამოვედი, აქვე, მეზობ კაცთან შევედი. საყვარლები ვართ. ჩემს ქმარს თუ აქვს უფლება, სხვა ქალი სახლშ მოიყვანოს, მეც მაქვს უფლება, სხვა კაცთან ვიარო. იქ ვიყავი, დაგიდასტურებთ ის კაცი, ოღონდ, ჩემმა ქმარმა არ უნდა გაიგოს“, -სხაპასხუპით მიაყარა დაკავებულმა და... მეზობელმა მამაკაცმა ყველაფერი დაადასტურა.

რა თქმა უნდა, გამომძიებლებმა გარდაცვლილის ქმარიც მოძებნეს, მაგრამ ის სამი კვირის გარდაცვლილი იყო - ავარიაში დაიღუპა, თუმცა ქალისთვის არავის უცნობებია, რადგან... მზობლებმა, უბრალოდ, არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა. ქმარიც ეძებდა, მაგრამ ვერაფერი გაიგო და ხელი ჩაიქნია. ქმარი ძმამ დამარხა, მის სახლსაც ახლა ის პატრონობდა და რძლის მკვლელობამ ძალიან დაამწუხრა, ბედი არ ჰქონია ჩემს ძმას, თავადაც დაიღუპა და ცოლი მალევე მიჰყვაო. განყოფილებაშ დაბრუნებულ გამომძიებელს სიურპრიზი ელოდა - იქ დაკავებული ქალის დედა იყო მისული და ცეცხლი დაანთო:

„ჩემი შვილის დაჭერა როგორ გაბედეთ? ის უწესო ქალი ჩაუსახლდა ოთხი შვილის დედას, ქმარს უყოფდა.. მე ვიცი, ვინც მოკლა, ყოფილმა ქმარმა, პირადად ველაპარაკე...

„მაქსიმალურად შევეცადე დამემშვიდებინა. ავუხსენი, რომ მისი შვილის ალიბი დამტკიცდა, მართალია, ცოტა უხერხული ალიბი, მაგრამ ჩვენ არაფერს გავახმაურებდით. რაც შეეხება გარდაცვლილის ქმარს, ისიც მკვდარი იყო და ვერ მოკავდა ცოლს“, - გვიყვება ბატონი თენგიზი, მაგრამ როგორც კი ქალს უთხრა, რომ მოძალადე ქმარი მკვდარი იყო, ქალი ისევ აფეთქდა, რას ჰქვია სამი კვირს მკვდარი, ცოტა ხნის წინ, პირადად ველაპარაკეო. ქალმა თქვა, რომ შვილის მდგომარეობაზე ძალიან წუხდა, ვიღაცებისგან შეიტყო, სად ცხოვრობდა ის ქალი, მერე ბინის ტელეფონი გაიგო, დარეკა, ქმარი სახელ და გვარით იკითხა, მამაკაცმა დაუდასტურა, მე ვარო და შემდეგ უთხრა, სადაც იმყოფებოდა მისი ცოლი. კაცი დაპირდა, აუცილებლად წავიყვანო და მადლობაც გადაუხადა. როგორც შემდეგ გაირკვა, ქალმა ზარი მამაკაცის გასვენების დღეს განახორციელა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი სახელთ სხვამ უპასუხა, მაგრამ ვინ?!

„ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეჭვი ძმაზე მივიტანეთ, რადგან უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ, ყველაფერი მას რჩებოდა და ყველაფერში არამარტო რეგიონში ბინა და სახლი, არამედ, თბილისის ბინაც შედიოდა. მით უმეტეს, მისი ცოლი დაკარგული იყო, შვილი კი არ ჰყავდათ. ჰოდა, სწორედ ამ დროს, ვიღაც ქალი რეკავს და ამბობს, რომ გარდაცვლილი კაცის ცოლი ცოცხალია. ეს ქონების დაკარგვას ნიშნავდა. ამიტომ, ძმამ რძალი ძალიან მარტივად გაიმეტა, სახლთან დაუდარაჯდა და როგორც კი მარტო დაიგულა, გაგუდა“, - დაასრულა მოყოლა პოლკოვნიკმა.

და მთავარი - სასამართლომ ორცოლიანობა პროცესზე საერთოდ არ ახსენა, მხოლოდ ის ითქვა, რომ ქალი თავს ახლობელ ადამინებთან აფარებდა და მაზლმა... სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.