პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ქუთაისში - მასწავლებლები მშობლებს აფრთხილებენ არ დატოვონ ბავშვები მარტო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. რამდენიმე დღეა მშობლები პანიკამ მოიცვა, სექსუალური დანაშაულის სავარაუდო შემთხვევების გამო ბავშვებს სკოლაში მარტოს აღარავინ უშვებს. აღნიშნული პირი, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს, 12-13 წლის გოგონებს უსაფრდებოდა და ტკბილეულის სანაცვლოდ სასეირნოდ წასვლას სთავაზობდა, რომ არა სკოლის მანდატურები შესაძლოა ყველაფერი ცუდად დასრულებულიყო. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთია გათავისუფლებული. ირკვევა, რომ უცნობი პირი, ძვირადღირებული ავტომობილით ბავშვებს სკოლასთან ელოდებოდა და 10 ლარის სანაცვლოდ გაყოლას სთხოვდა. სექსუალური შევიწყოვების სავარაუდო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მშობლებმა ავტომობილი „აუდის“ და „მერსედესის“ ჯიპების იდენტიფიცირება შეძლეს, სადაც მსხდომი მამაკაცები ბავშვებს ასევე სკოლებთან უსაფრდებოდნენ. გავრცელდა რამდენიმე აუდიო შეტყობინება. ერთ-ერთ აუდიო ფაილში მშობელი თავად ჰყვება, თუ როგორ გადაარჩინა არასრულწლოვნები მოტყუებით წაყვანას. მეორე აუდიო ფაილში, მშობელი პოლიციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სამართალდამცველებს საეჭვო მამაკაცებზე ძებნა აქვთ გამოცხადებული. არასრულწლოვნების მოტყუებით, მათი ნების წინააღმდეგ წაყანაზე გამოძიება უკვე დაიწყო, დაკავებულს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.  

მშობლები  ამბობენ, რომ სკოლის ჩატებში მათ მასწავლებლები აფრთხილებენ, რომ  არ დატოვონ ბავშვები მარტო.

წყარო: ტვ პირველი