„საზიზღარი სურვილების“ სუნამო მასკისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გაყიდვაში ჩაუშვა პარფიუმი, სახელწოდებით, Burnt Hair („დამწვარი თმა“). ეს „არომატი“, რომელსაც თავად მილიარდერმა უწოდა „საზიზღარი სურვილების“ ესენცია, ჯერ კიდევ გასულ თვეს წარადგინა. როგორც სახელიდან ჩანს, პარფიუმი დამწვარი თმის სურნელს აფრქვევს. სუნამოს გაყიდვები სულ ახლახანს დაიწყო, თუმცა სულ მცირე, 10 ათას ფლაკონზე შეკვეთა მწარმოებელს უკვე მიღებული აქვს. მყიდველები მას მომავალი წლის პირველ კვარტალში მიიღებენ. უჩვეულო სურნელის მქონე ეს სუნამო 100 დოლარი ღირს. მასკი გვარწმუნებს, რომ ამ არომატის მფლობელი შეძლებს, „ნაცრისფერ მასას“ გამოეყოს და ყველასგან „შესამჩნევი“ გახდეს.