ხელოვნური ტვინი გამოზარდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა ნევროლოგებმა ადამიანის ტვინი კანის უჯრედებისგან გამოზარდეს. სამეცნიერო კვლევები კემბრიჯის ლაბორატორიაში მიმდინარეობდა. ამ ურთულესი ექსპერიმენტის ავტორი ნეირობიოლოგი მედლინ ლანკასტერია. ტვინი უამრავი რაოდენობის ნეირონებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სინაპსებით ანუ არსებობს ურთულესი ნეირონული ქსელი, რომელიც შეიძლება, თეორიულად შეისწავლო. პრაქტიკული ცდებისთვის კი ლანკასტერმა მიკროსკოპული ტვინი გამოიყვანა. წარმატების მისაღწევად მან კანის ნიმუშებისგან აღებული ღეროვანი უჯრედები გამოიყენა, რომელიც გარკვეული ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით დაამუშავა. შემდეგ კი მასალა ბიოგელში მოთავსდა გამოსაზრდელად. მართალია, ნეორობიოლოგის მიერ მიღებულ ტვინს არ აქვს შეგრძნებებისა და გრძნობების უნარი, თუმცა მიღებული მოდელი მეცნირებას დაეხმარება გულდასმით გაერკვნენ ისეთ პრობლემებში, როგორებიცაა შიზოფრენია, აუტიზმი და სხვა ნევროზული აშლილობები.