სუნამო თოვლის არომატით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოდის ფრანგულმა ბრენდმა Moncle-მა პარფიუმერული ხაზის გახსნა გადაწყვიტა და თავისი პირველი არომატიც გამოუშვა. ახალ სუნამოს ორი ვერსია აქვს - ქალისა (Moncler  Pour Femme) და მამაკაცის (Moncler Pour Homme). ახალი პარფიუმის კომპოზიცია დათოვლილ მთებს ეძღვნება, რადგან ბრენდმა საქმიანობა მოთხილამურეებისთვის ტანსაცმლის შექმნით დაიწყო. პარფიუმერმა ნისრინ ფრილიემ ქალებისთვის „პუდრის თოვლი“ შექმნა, რომელიც მშვიდ ზამთრის ამინდს მოგაგონებთ. მამაკაცებისთვის კი არომატი ანტუან მეზონდიემ შეარჩია, რომელმაც სუნამოს „მთის ტყის“ აკორდი შემატა. ახალი პარფიუმის გაყიდვები ერთი კვირის წინ დაიწყო.