ჩინეთში ღამის ტურიზმი ყვავის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, ეგრეთ წოდებული, ღამის ტურიზმი. ქვეყნის ერთ-ერთი ტურისტული ინტერნეტ-სააგენტოს გამოკითხვების თანახმად, მოგზაურთა 80% ღამის ტურებს ყველაზე უფრო მიმზიდველად ასახელებს. ღამის ტურიზმი მეტ სილამაზეს სძენს ქალაქელებისა და ტურისტების ცხოვრებას. ადგილობრივი მცხოვრებლები მას ჩინური მეგაპოლისების ახალ სავიზიტო ბარათად თვლიან. გარდა ამისა, კომერციის სამინისტროს მონაცემებით, სხვადასხვა სერვისებისა და გაყიდვების 60%, სწორედ ღამის პერიოდზე მოდის.