კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჯონსონს დიდი ალბათობით ტრასი შეცვლის

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ 2 სექტემბერს დაასრულა ლიდერის არჩევნები, რომელშიც, გავრცელებული ვარაუდით, გაიმარჯვებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი - და ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის ბორის ჯონსონს.

ტრასსა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, რიში სუნაკს შორის გამართული კენჭისყრის მეორე ტურის შედეგები 5 სექტემბერს გამოცხადდება, შემდეგ დღეს ჯონსონი ოფიციალურად წარუდგენს გადადგომის განცხადებას დედოფალ ელისაბედს.

კონსერვატიული პარტიის 200,000-მდე წევრის მხრიდან ხმის მიცემის პროცესი აგვისტოში დაიწყო - ერთ თვეში მას მერე, რაც ჯონსონმა გამოაცხადა, რომ გადადგება, სკანდალების და მისი მთავრობიდან ოფიციალური პირების წასვლის ფონზე.

47 წლის ტრასი გამოკითხვებში ძლიერად უსწრებდა სუნაკს.

ტრასი აცხადებს, რომ უცხოეთის პირველი ლიდერი, რომელთანაც ის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ სატელეფონო ზარს განახორციელებს, იქნება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ტრასის თქმით, ის, ამავე დროს, იმუშავებს მოკავშირეებთან დიდი შვიდეულის (G7) ჯგუფიდან, საიმისოდ, რომ კიევს მეტი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოს.

ჯონსონი უკრაინის ხმამაღალი მხარდამჭერი იყო, უკრაინის მიერ იქ შეჭრილ რუსეთის ჯართან ბრძოლის დროს.

​წყარო: რადიო თავისუფლება