შეყვარებულზე გაბრაზებული მუზეუმში შეიჭრა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ხელოვნების მუზეუმში შეპარულმა ამერიკელმა მამაკაცმა იქაურობა მილეწ-მოლეწა და რამდენიმე არტეფაქტიც მიაყოლა. დაზიანებულ ექსპონატებს შორისაა ანტიკური ხანის ბერძნული ამპჰორა და ძველბერძნული ზარდახშა, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონ დოლარს აღემატება. ბოროტმზრახველმა გატეხა, ასევე, 100 ათას დოლარად შეფასებული ძველბერძნული ფიალა და კედოს ტომის ინდიელების კერამიკული ბოთლი, რომლის ღირებულებაც 10 ათასი დოლარია. მუზეუმის დაცვამ 21 წლის ბრაიან ერნანდესი პოლიციის მისვლამდე დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცის განცხადებით, ის შეყვარებულზე გაბრაზდა, რის შემდეგაც მუზეუმში შეიჭრა.