პენსიონერი რეკორდსმენი გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პენსიონერი გერმანიიდან, ვოლფგანგ კირში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც 70 წელს გადაცილებული ყველაზე ტატუირებული ადამიანი მსოფლიოში. მისი სხეულის 98% ნახატებითაა დაფარული, მას ტატუ მხოლოდ ტერფებზე არ აქვს. კირში, მეტსახელად, „მაგნეტო“ 86 ტატუს, 17 პირსინგსა და სხვა იმპლანტებს ითვლის. გარდა ამისა, ასაკოვანმა მამაკაცმა თვალის ფერიც შეიცვალა - ეს განსაკუთრებით საშიში ოპერაციაა, რომელიც ადამიანს, შესაძლოა, მხედველობის დაკარგვად დაუჯდეს. ტატუსა და სხეულის მოდიფიკაციაზე კირშმა 25 ათასი ევრო დახარჯა. სხეულის ნახატებით დაფარვის აბსოლუტური რეკორდი 38 წლის ბრაზილიელს ეკუთვნის - მას 1000 ტატუ აქვს, რომელიც მისი სხეულის 99%-ს ფარავს.