თბილისის გრანდ-სლემი ქართველთა ტრიუმფით დასრულდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძიუდოისტთა შორის, თბილისის გრანდ-სლემი ქართველთა სრული დომინაციით დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა საერთო ჯამში 14 მედალი მოიპოვა, საიდანაც 5 ოქროსი იყო და ამ შედეგით, ლაშა გუჯეჯიანის შეგირდებს გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი ერგოთ. ჩემპიონები თემურ ნოზაძე, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, გელა ზაალიშვილი და ონისე სანებლიძე გახდნენ. დასანანი იყო ტატო გრიგალაშვილის მარცხი ფინალში და აღსანიშნავი - სოფიო სომხიშვილის მიერ მოპოვებული ბრინჯაო. ეს მისთვის გრანდ-სლემებზე მოპოვებული პირველი მედალია.

და ერთიც, როგორც გითხარით, ბექა ღვინიაშვილი ჩემპიონი გახდა და მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა ის ნაკრებს, პრაქტიკულად, ბოლო დღეს შეუერთდა, რადგან ამ წონაში ლუკა მაისურაძეს უნდა ეჭიდავა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ბექაც საქმეში ამიტომ ჩაერთო. ჰოდა, თუ ასეთ ფორმაში იყო ღვინიაშვილი, თავიდანვე რატომ არ იყო შემადგენლობაში?!

ავტორი: ბათო ჯაფარიძე