ტურისტებს ნაგავს ფოსტით დაუბრუნებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაილანდში მდებარე ეროვნული პარკის - კჰაუიაის თანამშრომლები ნაგავს დაუბრუნებენ იმ ტურისტებს, რომლებიც პარკის ტერიტორიას დააბინძურებენ. ამის შესახებ, ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა. ტურისტები ნაგავს ფოსტით მიიღებენ. პარკის თანამშრომლებმა წესრიგის დამრღვევები ადვილად რომ იპოვონ, ყველა მნახველი ვალდებულია, პარკში შესვლის წინ, საკუთარი მონაცემები მიუთითოს. მინისტრმა ერთ-ერთი ასეთი, გასაგზავნად გამზადებული ამანათიც წარადგინა, რომელსაც თან ერთვის ბარათი წარწერით:  თქვენ, ეს, კჰაუიაის ნაციონალურ პარკში დაგრჩათ.

გარდა ამისა, ტურისტს ტერიტორიის დანაგვიანებისთვის, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს, რაც ხუთწლიან სასჯელს ნიშნავს. კჰაუიაი სიდიდთ მეორე პარკია ტაილანდში. აქ 320 სახეობის ფრინველი და 67 სახეობის ცხოველი ბინადრობს.