საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა. აპრილის თვეშიც გრძელდება კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა:
 
200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
 
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
 
 ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/
 
 აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.
 
 COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს