ქორწილი კანიონის თავზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბევრი წყვილისთვის თავად ქორწილია თავბრუდამხვევი და სულისშემძვრელი მოვლენა. სწორედ ასეთი სადღესასწაულო ცერემონია ჰქონდათ ამერიკელ რაიან ჯენსკსა და კიმბერლი უიგლინს, რომელთათვისაც ეს დღე ნამდვილად დაუვიწყარი გახდა - მათ უფსკრულის თავზე იქორწინეს, რათა ამის შემდეგ, ერთობლივი ცხოვრებისას, შიში საერთოდ არ ჰქონდეთ. წყვილმა ცერემონია კალიფორნიაში, იუტას შტატში მდებარე კლდეებზე დაგეგმა, სადაც კლდეზე ცოცვის ფესტივალზე, ერთმანეთი პირველად ნახეს.

დაქორწინება კანიონის თავზე - ეს ნდობის, ენერგიის, სიყვარულის დემონსტრირებაა და რომლითაც გვინდა, მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ, - ამბობს პატარძალი. ცერემონიის დასრულების შემდეგ, მათი ათი მეგობარი - ხელისმომკიდეები კლდიდან პარაშუტით გადახტნენ და უფსკრულში ყვავილების ფურცლები გადაყარეს.