12:00 საათისთვის ბათუმში აქტივობა 18,8%, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში 11.2% იყო - ცესკო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

12:00 საათისთვის ბათუმში შუალედურ არჩევნებში აქტივობა 18,8%, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში 11.2% იყო - ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს:

 „ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათისთვის შუალედურ არჩევნებზე მივიდა სულ 19 610 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2%-ია. ბათუმში 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 3 872 ამომრჩეველი (18,8%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 15 738 (11.2%)“