ზელენსკი მზადაა პუტინს პირისპირ, იერუსალიმში შეხვდეს

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ვლადიმერ პუტინს პირისპირ, იერუსალიმში შეხვდეს. ზელენსკის თქმით, სასურველია, რომ შეხვედრას შუამდგომლობა ისრაელის პრემიერმინისტრმა ნაფტალი ბენეტიმ გაუწიოს.

"ბატონ ბენეტის შუამდგომლობას დადებითად ვუყურებთ. მიმაჩნია, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ვესაუბრე ბატონ ბენეტიმს, მას ვუთხარი, რომ დღეს არასწორია, არაკონსტრუქციულია შეხვედრები რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში. ეს არაა ის წერტილები, სადაც შევძლებთ ერთმანეთის გაგებას, რამის გაგებას მაინც და ომის შეჩერებას. მიმაჩნია თუ არა, რომ ისრაელი შესაძლოა სწორედ ასეთი ადგილი იყოს, განსაკუთრებით იერუსალიმი? - კი. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე და ქვეყნებზე, რომლებიც უნდა მონაწილეობდნენ ამ გარანტიებში, მიმაჩნია, რომ ისრაელი მათ რიგებში უნდა იყოს", - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომში 1300 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ჯარში დანაკარგის შესახებ პირველად ისაუბრა.

მისივე თქმით, მოწინააღმდეგემ 16 დღის განმავლობაში 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.