კვარაცხელიას ცალკე ავარჯიშებენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული პრემიერლიგის კლუბები მეორე წრისთვის მზადებას ძირითადად თურქეთში გადიან. თურქეთში იმყოფება ყაზანის „რუბინიც“, გუნდი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. ის, რომ ქართველი შემტევი კლუბს ზამთრის სატრანსფერო სეზონში დატოვებს, არაერთხელ ითქვა და ახლა ეს მოსაზრება უფრო გამყარდა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენებური გუნდთან ერთად არ ემზადება და ცალკე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. როგორც გუნდის თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, ხვიჩა ცალკე მარტივი მიზეზის გამ

რუსული პრემიერლიგის კლუბები მეორე წრისთვის მზადებას ძირითადად თურქეთში გადიან. თურქეთში იმყოფება ყაზანის „რუბინიც“, გუნდი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. ის, რომ ქართველი შემტევი კლუბს ზამთრის სატრანსფერო სეზონში დატოვებს, არაერთხელ ითქვა და ახლა ეს მოსაზრება უფრო გამყარდა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენებური გუნდთან ერთად არ ემზადება და ცალკე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. როგორც გუნდის თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, ხვიჩა ცალკე მარტივი მიზეზის გამო ვარჯიშობს - მას პირველი წრის განმავლობაში დიდი დატვირთვები ჰქონდა და ახლა ძალების აღსადგენად ცალკე ვარჯიში გადაწყდა.

„კვარაცხელიას გადაბირება ლონდონის „ვესტ ჰემს“ სურს და ეს კულბში კარგად იციან. მთელ გუნდთან ერთად ვარჯიში და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღება ტრავმის მიღების რისკს შეიცავს, ტრავმირებულ ფეხბურთელს კი არავინ იყიდის“,-წერენ რუსსი ჟურნალისტები.

ის, რომ ხვიჩამ კარიერა შესაძლოა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს, ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია, მაგრამ ახლა საქმე ისეა, ტრანსფერი წესით მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა გაიჩარხოს.

ო ვარჯიშობს - მას პირველი წრის განმავლობაში დიდი დატვირთვები ჰქონდა და ახლა ძალების აღსადგენად ცალკე ვარჯიში გადაწყდა.