ეფექტური კოვიდ-პრეპარატი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეცნიერებმა ისრაელიდან კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტზე - Amor-18კლინიკური ცდები ჩაატარეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, 18-ვე ადამიანი, რომლებმაც ეს პრეპარატი მიიღეს, 100%-ით გამოჯანმრთელდნენ. ახალი მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურ კომპანია Amorphical-ში შემუშავდა, ტესტირება კი ზივის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. ყველა პაციენტი, რომელიც ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ წარმოებულ მედიკამენტს იღებდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაეწერა, - ნათქვამია მოხსენებაში. ცნობილია, რომ ტესტირება ჩატარდა, როგორც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებზე, ასევე, მძიმე ფორმით დაავადებულებზეც. პრეპარატის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ამორფული კალციუმის კარბონატია (ACC). მედიკამენტი პერორალურად ან ინჰალაციის გზით მიიღება. იგი გავლენას ახდენს კორონავირუსის უჯრედებში შეღწევისა და გამრავლების უნარზე.