მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთის მთავრობა გადადგა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყახაზეთში გადადგა მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადადგომა მიიღო პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი. გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის გადადგომას წინ უძღოდა თხევადი ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს რეგიონიდან 2 იანვარს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. 4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის ზედა ზღვრად 50 ტენგეს დადგენას. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა. ყაზახეთში მასობრივი სახალხო გამოსვლები დაიწყო! ? გამოსვლების საბაბი გაზზე ფასის ზრდა გახდა, რაც ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ალმა ატაში გადაკეტილია ცენტრისკენ მიმავალი გზები, გათიშულია ინტერნეტი. ახალ დედაქალაქ ნურსულთანში არიან დაკავებულები. ⚠ მასობრივი გამოსვლებით შეშინებული მთავრობა ხალხს გაზის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას დაპირდა, თუმცა ამან პროტესტი ვერ შეაჩერა. ყაზახები ცხოვრების დონის მკვეთრ ვარდნას აპროტესტებენ და ნაზარბაევის და მისი ოჯახის 30-წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ!