მეცნიერებმა დაბერების მთავარი მიზეზი აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბერნის უნივერსიტეტის შვეიცარიელმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ვისცერალური ცხიმი, რომელიც ადამიანის მუცლის ღრუში მდებარეობს, ორგანიზმის დაბერების მთავარი მიზეზია. მისი საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ხელს უწყობს მსუბუქ ქრონიკულ ანთებას. თავის მხრივ, ცხიმი აჩქარებს ასაკობრივ დაავადებებს და ასუსტებს იმუნიტეტს. კერძოდ, საუბარია ლეიკოციტებსა და ეოზინოფილებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სისხლძარღვთა სისტემაში მდებარეობენ, ვისცერალურ ცხიმოვან ქსოვილებშიც აღმოაჩინეს. ასაკთან ერთად, ასეთი უჯრედების რაოდენობა მცირდება, ანთების საწინააღმდეგო მაკროფაგებისა კი პირიქით - მხოლოდ იზრდება. შწორედ ამის გამო წარმოიქმნება დისბალანსი მუცლის ღრუში და შედეგად, ორგანიზმი სწრაფად ბერდება. სწავლულები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა ორგანიზმიდან ეოზინოფილების გადანერგვა ამ პროცესს შეაჩერებდა.