„ბედნიერების სამკუთხედი“ აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიელმა ფსიქოლოგებმა, მელბურნის უნივერსიტეტიდან, გამოარკვიეს სამი ძირითადი ელემენტი, რომლებიც ადამიანს სრულ ბედნიერებას ანიჭებენ. „ბედნიერების სამკუთხედს“ ქმნის საყვარელი პარტნიორის არსებობა, ფული - 100 ათას დოლარამდე და სოციალური აქტივობა, რომელიც ცხოვრების მიზანს განსაზღვრავს. ისეთი „უმნიშვნელო“ რამ, როგორიც, მაგალითად, ზედმეტი წონაა, ადრე ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიუხედავად, ბედნიერებას ხელს არ უშლის. სწავლულები ყველა ექიმს ურჩევენ, უფრო მეტად იზრუნონ პაციენტის ბედნიერებაზე მთლიანობაში, ვიდრე მხოლოდ მათ სისხლში ქოლესტერინის დონესა და მაღალ წნევაზე.

უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგებით, ასეთი რამ გაირკვა: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა (გარდა მძიმე სენისა), არ შედის „ბედნიერების სამკუთხედში“. ბედნიერების მაჩვენებელი, მაგალითად, სიმსუქნის მეორე და მესამე ხარისხის მქონეთა შორის, შესაძლოა, ცოტათი დაეცეს. ბედნიერების შეგრძნებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, ასევე, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია, ბავშვების არსებობა ან არარსებობა. ავსტრალიელი სწავლულები იმასაც ადასტურებენ, რომ ასაკთან ერთად, ადამიანების ცხოვრება ნამდვილად უმჯობესდება და ისინი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ.