ვინ არის „დამნაშავე“ კუჭის კიბოში?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2005 წელს, ავსტრალიელ ექიმებს - ბარი მარშალსა და რობინ უორენს ნობელის პრემია გადაეცათ აღმოჩენისთვის, რაც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ბაქტერია Helicobacter Pylori-ის როლი ისეთი დაავადებების განვითარებაში, როგორებიცაა გასტრიტი, ასევე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ამ აღმოჩენით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების განკურნება იმავე ბაქტერიის განადგურებით შეიძლება, რომელიც კუჭსა და ნაწლავებში ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების ინფექციური აღმგზნებია. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, პლანეტის მოსახლეობის ორი მესამედი, სწორედ ამ „ნობელიანტი“ ბაქტერიის მატარებელია. ლიდერის პოზიციები კი აფრიკის ქვეყნებს უჭირავთ.

დაავადების მთავარი მიზეზი პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა, გაურეცხავი პროდუქტებისა და უსუფთაო წყლის მოხმარებაა. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმრავლესობა დაავადების ნიშნებს ვერ ამჩნევს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, ბაქტერია თავს არ ავლენს იმის გამო, რომ საკმაოდ სუსტი მიკროორგანიზმია. დაავადების განვითარება შესაბამის ფაქტორებთან ერთად იწყება. ეს არის კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი, ასევე, მავნე ჩვევები, სტრესული სიტუაციები და სხვა. აშშ-სა და ევროპაში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი, რომელსაც კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული ჰქონდა, ბაქტერია Helicobacter Pylori-თი იყვნენ დაინფიცირებულნი. ჯანმრთელ ადამიანებში კი ეს ბაქტერია სამჯერ ნაკლებად ხვდება. გარდა ამისა, ხნის განმავლობაში, ამ ბაქტერიის კუჭში არსებობამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ცვლილებები გამოიწვიოს, რასაც ატროფიულ გასტრიტამდე და კუჭის კიბომდე მივყავართ.