სიცხის დამწევი ადამიანის ქცევას ცვლის!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა ორეგონისა და ოჰაიოს უნივერსიტეტებიდან, დაადგინეს, რომ სიცხის დამწევი ყველაზე გავრცელებული პრეპარატი - პარაცეტამოლი ჩვენს ქცევას ცვლის. მედიკამენტს, რომელიც პანადოლის, ტაილენოლის ან აცეტამინოფენის სახელებითაცააცნობილი და ტკივილაგამაყუჩებელ, თუ სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ, შეუძლია, უფრო რისკიანიც გაგვხადოს. ექსპერიმენტებში 545 მოხალისემონაწილეობდა, შედეგად, გამოვლინდა, რომ იმ პირებს, რომლებიც პარაცეტამოლის მოქმედების ქვეშ იყვნენ, მარცხის ნაკლებად ეშინოდათ და მეტად რისკიანები იყვნენ. მოხალისეთა მეორე ნაწილი, რომელთაც მხოლოდ პლაცებო მიიღეს, მეტი თავშეკავებულობით გამოირჩეოდა. ასეთივე ეფექტი გამოიკვეთა ჩატარებული გამოკითხვებითაც. სწავლულთა მოსაზრებით, ამის მიზეზი, შესაძლოა, პრეპარატის მიერ, შფოთვის შემცირება იყოს.