უშვებენ თუ არა მშობლები ბავშვებს სკოლასა და ბაღში? - ხალხის გამოკითხვა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბერს სკოლები და ბაღები იხსნება. „ვერსია“ დაინტერესდა, რამდენად ეთანხმებიან ადამიანები ამ რეგულაციის მოხსნას და მიჰყავთ თუ არა ბავშვები სკოლებსა და ბაღებში. გთავაზობთ ჩვენს გამოკითხვას :

უშვებთ თუ არა სკოლებსა და ბაღში ბავშვებს?

ნინო 32 წლის - ჩემი შვილი ბაღში პირველად მიმყავს. ვფიქრობ,რადგან საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაეხსნა სახიფათოც არ არის. თან მოგეხსენებათ, ძალიან რთულია პატარა ბავშვი სახლში, როდესაც მშბოლები მუშაობენ და დამტოვებელი არ ჰყავთ. გიწევს, რომ წაიყვანო ბაღში, სკოლაში.

თიკო 27 წლის- მიმყავს ბაღშიც და სკოლაშიც. რეგულაციები არ ვიცი, ჯერ რამდენად დაცული იქნება.სავარაუდოდ. ბავშვებს დაჭირდებათ პირბადის ტარება და სანიტაიზერიც.

თათია 32 წლის - სკოლაშიც ვუშვებ და ბაღშიც მიმყავს. იმიტომ, რომ ბავშვისთვის სოციალურობა და საკუთარ თანატოლებთან ურთიერთობა ზუსტად ისეთივე აუცილებელია, როგორც სხვა ბევრი რამ, რაც მშობლებს საჭიროდ მიგვაჩნია. მიზეზი ისიცაა, რომ დასაქმებული ვარ და ბავშვის დატოვების პრობლემაც მაქვს.

სოფო 25 წლის - რა თქმა უნდა, არა. პირველ რიგში იმიტომ, რომ საშიშია და პანდემია ჯერ კიდევ მძაფრად არის ჩვენს ირგვლივ.

ირინა 28 წლის - როგორ შეიძლება, უსაფრთხო იყოს ბაღები ან სკოლები, როდესაც ამდენი მასწავლებელი ირევა ჩვენი პატარების ირგვლივ. ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია გახსნა და მიუხედავად ბევრი სირთულისა, მაინც არ ვემხრობი და არ მიმყავს.

მაია 40 წლის - სანამ ყველა მასწავლებელი აცრილი არ იქნება და ბაღში ბავშვს არ გავუშვებ. არ მიღირს არაფრად.

ია 25 წლის - მივიყვან აუცილებლად. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბავშვებს უჭირთ ონლაინ სწავლება და ჭირდებათ კომუნიკაცია და ასევე იმიტომ მიმყავს, რომ ვმუშაობ და სხვა გზა არც მაქვს.

ლიანა 42 წლის - კი, რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი წესების დაცვით იქნება... ონლაინ სწავლით ბავშვი იმ საჭირო განათლებას ვერ იღებს, რაც სჭირდება და აუცილებელია სკოლაში სიარული. დაცულები არავინ არაფრით არ ვართ, შეიძლება ზედმეტმა სიფრთხილემ უარესად იმოქმედოს ჩვენზე და აუცილებლად გავუშვებ.

 ავტორი:სალომე ნოზაძე