„ჩერნობილის არაყი“ ჩამოასხეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა სპეციალისტებმა პორტსმუთის უნივერსიტეტიდან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ ჩერნობილის 1986 წლის ატომური კატასტროფის გავლენას გარემოზე, ახალი არაყი ჩამოასხეს. მის შესაქმნელად კი ჩერნობილის ზონიდან აღებული მარცვლეული და წყალი გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ არაყი Atomik-ი დამზადებულია პროდუქტებით, რომლებიც დანგრეული ბირთვული რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიიდანაა მოპოვებული, მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ სასმელი აბსოლუტურად უსაფრთხოა. წარმოებისას, დისტილირებული სპირტი გააზავეს მინერალური წყლით, რომლის ჭაც, რეაქტორიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. ახალი არყის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათი ნახელავი სხვა სასმელზე მეტად რადიოაქტიური არ არის. სასმელის გაყიდვიდან მიღებული თანხის 75%-ს ისინი უკრაინაში, ქველმოქმედებაზე დახარჯავენ.