ექსკლუზივი: რა ფარული ვაჭრობა მიდის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - კახა კუკავა სკანდალურ კულუარებს ასაჯაროვებს

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, „ვერსიას“ ექსკლუზიურად უმხელს, რომ ხელისუფლება გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან აწარმოებს კულუარულ მოლაპარაკებას, რომ მოხდეს შეთანხმება პლებისციტის საკითხზე და ამის სანაცვლოდ, ეს პარტიები პარლამენტში შევიდნენ. კუკავა ხაზს უსვამს, რომ არ აქვს ამ ინფორმაციის დამადასტურებული საბუთი, თუმცა ფლობს ინფორმაციას, რომ შეთანხმების შესახებ აღნიშნული პარტიები და ხელისუფლება უახლოეს მომავალში შეხვედრას გამართავენ. კახა კუკავა ოპოზიციური ერთობის მიერ მოლაპარაკების საკითხების შეთანხმებაზეც საიბრობს. 

- ოპოზიციის შეთანხმება 6 პუნქტისგან შედგება, მაგრამ ვინაიდან საბოლოო ფორმულირებები არაა განსაზღვრული, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეეცდება, თავისკენ „გადაქაჩოს საბანი“, თუმცა დოკუმენტი იმდენად კვალიფიციურადაა შედგენილი, რომ ეს შესაძლო „გადაქაჩვების“ საზღვრებიც მითითებულია. რაც შეეხება იმას, ხელისუფლება აპირებს თუ არა ამ გეგმის შესრულებას, გეტყვით ექსკლუზივს, რომ მგონი, არის გარკვეული კომუნიკაცია ხელისუფლებასა და რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელსაც ჩვენ არ მივეკუთვნებით, იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს დღეებში შედგეს შეთანხმება პლებისციტის შესახებ, ყოველშემთხვევაში, ხელისუფლება ცდილობს, რომ შეთანხმდეს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან პლებისციტის შესახებ და ეს პარტიები შევიდნენ პარლამენტში, რის შედეგადაც მათი აზრით, უნდა მოიხნას დღის წესრიგიდან ვადამდელი არჩევნების, პარლამენტის ბოიკოტის საკითხიც და რითიც წერტილი უნდა დაუსვან ოპოზიციის ერთიანობას.

-ანუ, ფარულად ხვდება ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს და ეუბნება, ჩვენ წამოვალთ პლებისციტზე, ოღონდ თქვენ შემოხვალთ პარლამენტშიო?

_ მე ამის იურიდიული მტკიცებულებები არ მაქვს, თათია, მაგრამ ეს არის ის, რის შესახებაც საუბრობს ხელისუფლება ღიად, რაზეც მიანიშნებენ ცალკეული ოპოზიციური პარტიებიც და ჩემი სუბიექტური განცდაა, რომ ეს მართლაც ასეა.

- და რომელ პარტიებს გულისხმობთ?

- არიამ პარტიები, რომლებიც ღიად საუბრობენ, რომ უნდათ, შედგეს შეთანხმება პლებისციტზე.

- გიორგი ვაშაძე და „ლელო“ აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებას ექვსივე პუნქტზე იქნება თანახმა, მაშინ საპარლამენტო ცხოვრებას შეუერთდებიან.

_- დიახ, თქვენც იმავეს ამბობთ, რაზეც მე გესაუბრებით.

- თუმცა, მათ პლებისციტი არ უხსენებიათ, ბატონო კახა, ზოგადად, ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე საუბრობენ.

- თათია, ჩემი ამდენხნიანი გამოცდილება მკარნახობს, რომ სხვადასხვა მინიშნებიდან ერთი სურათი ავაწყო, ამ შეთანხმებაში იგულისხმება, პირველ რიგში, პლებისციტი და არა - ვადამდელი არჩევნები.

- ბატონო კახა, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ პლებისციტთან დაკავშირებით?

- ამ საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რა საჭიროა პლებისციტი არჩევნებისთვის?! არჩევნებია თვითონ პლებისციტი. ისეთ საკითხზე შეიძლება პლებისციტის ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, „გინდათ თუ არა, ნატო-ში შესვლა“, ან რამე მსგავსი. პირდაპირ ჩავატაროთ არჩევნები და დამთავრდა ეს საკითხი, შინაარსობრივადაც უაზროა პლებისციტი ამ თემაზე. ამასთან, ყველა ვხვდებით, რომ თავისუფალ ვითარებაში არ ვართ და ყოველთვის, როცა საქართველოში არჩევნების გზით იცვლებოდა ხელისუფლება, იყო არა უბრალოდ თავისუფალი არჩევნები, არამედ ის, რომ დატერორებული მოსახლეობა მიდიოდა რისკზე და აკეთებდა არჩევანს იმის იმედად, რომ თუ გაუმართლა არჩევანში, ის იქნება დაცული. პლებისციტი ასეთ მობილიზაციას გამორიცხავს, ადამიანებს არ ექნებათ მოტივაცია, მივიდნენ პლებისციტზე, რადგან განცდა ექნებათ, რომ მოიგებენ თუ წააგებენ, ხელისუფლება არ შეიცვლება მომენტალურად. ხელისუფლებას ექნება მკაფიო მოტივაცია, რომ პლებისციტი მოიგოს და ვფიქრობ, დიდი რისკია, წავაგოთ პლებისციტი და ყველაფერს „გაიპრავებს“ ივანიშვილი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა.

- მოკლედ, პლებისციტი თუ ხელისუფლებამ მოიგო, ოპოზიცია დარჩება პარლამენტში და პროტესტის მუხტიც გაქრება, არა?

- რა თქმა უნდა, ამაშია საქმე. აბა, თუ წააგებენ, უკან ხომ არ გამოვლენ?

- ნაციონალური მოძრაობა პლებისციტის საკითხს არ ეთანხმება, არა?

- დიახ, ნაციონალური მოძრაობის ყველა ძირითადი ლიდერის პოზიცია ვიცი, რომ უარყოფითად აფასებენ ამ საკითხს. აშკარად ვხედავ განწყობას, რომ თუ პლებისციტი ჩატარდა, ოპოზიციური სოლიდარობის ამბავში, ამას შესაძლოა, ღიად ბოიკოტი არ გამოუცხადონ, მაგრამ ნახევარი ძალით ჩართული ნაციონალური მოძრაობა უკვე გარანტირებული წაგებაა. რიგგარეშე არჩევნებში კი ყველაფერი პირიქით იქნება, ოპოზიციას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.