პუტინის გამო, სეოკ-ი სკანდალში გაეხვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არც თუ დიდი ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში 27 კონფლიქტია, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მხოლოდ რუს და ბელორუს სპორტსმენებს სჯის, რაც არასწორიაო. ვერ გეტყვით, როგორ და რანაირად გაიგეს სეოკ-ში პუტინის სიტყვები, მაგრამ განცხადება გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, სეოკ-ი 2024 წლის ოლიმპიადისთვის, ჰიმნის, გერბისა და დროშის გარეშე, ანუ ნეიტრალური სტატუსითა და სეოკი-ის დროშით, შესაძლოა რუსი და ბელორუსი სპორტსმენები დაუშვან. ჯერჯერობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აკონკრეტებს, როგორი კრიტერიუმებით მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მათ განცხადებას საპროტესტო ტალღა უკვე მოჰყვა.

„იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ფორუმზე გრძელდება დისკუსია სპორტის სფეროში რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე, ჩვენ, როგორც მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, სხვებზე მეტად ვალდებულები ვართ დავიცვათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში რუსეთისა და ბელორუსის ნებისმიერი ფორმით არდაშვების პოზიცია. იმის გათვალისწინებით< რაც ხდება, მიგვაჩნია, რომ სეოკ-ის განცხადება საშინელია და ჩვენ ვიფიქრებთ, ასეთ შემთხვევაში, ღირს თუ არა, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება“,-საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეს საპროტესტო წერილი ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის კომიტეტებმა გაუგზავნეს. პროტესტთან შეერთბას უახლოეს დღეებში ბრიტანეთისა და საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტებიც აპირებენ.