ახალი სკვერი სამგორში 108-ე სკოლის მოსწავლეების მაკეტით მოეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სამგორის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა.
სკვერის განაშენიანების პრეზენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ მიიღეს.
როგორც შეხვედრაზე სამგორის რაიონის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, უახლოეს მომავალში გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორია, სადაც სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იქნებიან ჩართულნი.
სამგორის გამგეობაში გამართულ ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.