Menu
RSS

ვინ და რამდენი ლარი შესწირა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს

პოლიტიკური პარტიების ხარჯებისა და შემოწირულობების ოფიციალური სტატისტიკა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო კამპანია თანდათან პიკს აღწევს და, საპრეზიდენტო კანდიდატების ირეალური დაპირებების პარალელურად, მედიის ყურადღება საარჩევნო შემოწირულობებმაც მიიპყრო. ,,1 მილიონი ლარი სამ დღეში'' _ ეს წინა კვირას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მთავარი ჰედლაინი იყო, რომელიც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემოწირულობას ეხება. ,,ვერსია'' დაინტერესდა, ვინ და რამდენ ლარს წირავს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, 2-3 ოქტომბრის შუალედში, ,,ქართული ოცნების'' მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1 მილიონი ლარი შესწირეს. ამ თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 6-დან 7 000 ლარამდე, ზურაბიშვილს ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედპერსონალმა _ ექიმებმა შესწირეს, თუმცა მისი მთავარი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია, რომელმაც ზურაბიშვილს 45 000 ლარი შესწირა. სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორისაა თბილისის მერი, კახა კალაძე _ მან საპრეზიდენტო კანდიდატს 50 000 ლარი გადაურიცხა. 

გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხული თანხა ყველა საინფორმაციო საშუალების უმთავრეს თემად იქცა, თუმცა ამას წინ უძღოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების შემოწირულობებს ეხებოდა. ოფიციალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, არც ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს აკლიათ გულუხვი შემომწირველები. ამიტომ ზურაბიშვილის ფონდში, ,,კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას'' დირექტორის, ვახტანგ ლაღიძის მიერ გადარიცხულ 50 000 ლარს მაინც და მაინც ნუ შეიცხადებთ, რადგან ნაციონალური მოძრაობის ფონდში დავით და ირაკლი კირკიტაძეების მიერ, ჯამში, გადარიცხულ 120 000 ლარსაც აღმოაჩენთ. 

2018 წლის 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა პარტიამ და კანდიდატმა, ჯამში, 770 146 ლარი მიიღეს. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება _ 345 476 ლარი, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო, მეორე ადგილზეა ევროპული საქართველო _ 293 156 ლარით, მესამეზე კი სალომე ზურაბიშვილი _ 109 021 ლარის შემოწირულებით. ეს ინფორმაცია მოიცავს, როგორც ფულად და არაფულად შემოწირულობებს, ასევე საწევრო შენატანებს. 

რაც შეეხება ხარჯებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ განხორციელებულმა ხარჯმა, ჯამში, 830 838 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა _ 344 618 ლარი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დახარჯა, მეორე ადგილზე, ამ შემთხვევაშიც, ევროპული საქართველოა _ 198 631 ლარის ხარჯით, მესამე ადგილზეა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს _ 73 457 ლარის ხარჯით, მეოთხე ადგილზეა მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის _ 48 226 ლარის ხარჯით, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეხუთე ადგილზეა, რომელმაც ამ პერიოდში 29 742 ლარი დახარჯა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა ფიზიკური, თუ იურიდიული პირების მიერ, ამა თუ იმ პარტიისა და კანდიდატების შემოწირულობებთან დაკავშირებით. ,,ვერსია'' წინსააარჩევნო მარათონის მხოლოდ ძირითადი ოპონენტების შემოწირულობებით დაინტერესდა. 

მაშ ასე, 2018 წლის 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლების შემომწირველები არიან: ბესიკი ავაზაშვილი _ 1 500 ლარი; გიორგი რობიტაშვილი _ 1 500 ლარი; ეკატერინე ფეიქრიშვილი _ 5 000 ლარი; კახაბერ მაისურაძე _ 2 500 ლარი; ივანე შანშიაშვილი _ 1 000 ლარი; შოთა ქურდაძე _ 2 500 ლარი; დავით ჭავჭანიძე _ 600 ლარი; რუიზან ხუციშვილი _ 1 000 ლარი; თამთა გოგოლაძე _ 1 000 ლარი; ნოშრევან ნატროშვილი _ 1 500 ლარი; ნინო ჩაჩუა _ 2 000 ლარი; სერგო ჯალაღანია _ 670 ლარი; აკაკი კილასონია _ 5 499 ლარი; ნინო მაძლარაშვილი _ 1 000 ლარი; ბათლომე შელია _ 3 000 ლარი; ირაკლი ბახტაძე _ 675 ლარი; გელა თოლორაია _ 2 000 ლარი; ლელა ქებურია _ 5 000 ლარი; გიორგი წერეთელი _ 5 000 ლარი; ნათია ბერაია _ 4 997 ლარი; ზურაბ ჭიაბერაშვილი _ 3 000 ლარი; ნინო ჩაჩუა _ 3 000 ლარი; ელგუჯა წიკლაური _ 500 ლარი; ვასილ გამხიტაშვილი _ 500 ლარი; გიორგი მაკახარაშვილი _ 500 ლარი; გიორგი ხახნელიძე _ 5 000 ლარი; გიორგი წასიძე _ 3 000 ლარი; ბესიკ ლობჯანიძე _ 865 ლარი, რაც არაფულადი შემოწირულობაა და VAძ 2121-ის მარკის ავტომობილის იჯარას წარმოადგენს 2019 წლის 1 იანვრამდე; ნუგზარ წითლიძე _ 150 ლარი, ესეც არაფულადი შენატანია და შემომწირველის საკუთრებაში არსებული ფართის იჯარის ქირაა ტყიბულში, გამსახურდიას #44-ში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: კოტე ისაევი _ 98.50 ლარი; მერაბ ბოცვაძე _ 1 500 ლარი, რაც არაფულადი შენატანია და საოფისე ფართის იჯარის ქირაა თეთრიწყაროში, თამარ მეფის #22-ში; არჩილ უთურიშვილი _ 49.25 ლარი; მაკა კვიტაიშვილი _ 10 000 ლარი; ნინო კვიტაიშვილი _ 10 000 ლარი; რამაზ ქერეჭაშვილი _ 2 000 ლარი; გარსევან ბუხნიკაშვილი _ 2 000 ლარი; დავით კირკიტაძე _ 60 000 ლარი; ირაკლი ნადირაძე _ 12 000 ლარი; გიორგი ბოტკოველი _ 10 000 ლარი; თამარ ზერეკიძე _ 6 000 ლარი; კონსტანტინე იოსელიანი _ 5 000 ლარი; გურამ კაკალაშვილი _ 5 000 ლარი; გიორგი ბაბაჯიშვილი _ 3 000 ლარი; შაქრო ტერტერაშვილი _ 2 000 ლარი; ლევან ბაღაშვილი _ 3 000 ლარი; ბაადურ გულიაშვილი _ 1 000 ლარი; დიანა მაზურენკო _ 10 000 ლარი; ორლეანა ისაევ _ 98.50 ლარი; ლევან ხაბეიშვილი _ 12 000 ლარი; ირაკლი კირკიტაძე _ 60 000 ლარი; ნიკოლოზ ვაჩეიშვილი _ 15 000 ლარი; რევაზ სხულუხია _ 7 000 ლარი; გიორგი ვაჟბედაშვილი _ 8 000 ლარი; ზურაბ გორდელაძე _ 7 000 ლარი; იანა არტიომოვა _ 3 000 ლარი; დავით ლაგვილავა _ 10 000 ლარი; ნიკანორ მელია _ 30 000 ლარი; ირაკლი ქავთარაძე _ 5 000 ლარი; ლევან ბეჟაშვილი _ 4 500 ლარი; პეტრე ცისკარიშვილი _ 10 000 ლარი; მამუკა დანელია _ 9 990 ლარი; მარინა დათუკიშვილი _ 9 990 ლარი; ვალერი არღვლიანი _ 5 500 ლარი; ალექსი ძულიაშვილი _ 2 000 ლარი; ფირუზი გელაშვილი _ 1 000 ლარი; ევა ლომთაძე _ 1 000 ლარი; ლილე ლიპარტელიანი _ 10 000 ლარი; ალექსანდრე კუპატაძე _ 1 500 ლარი; ბაადურ რევაზიშვილი _ 1 500 ლარი; აბრამ მახარიაშვილი _ 1 500 ლარი; ლევან იაკობიშვილი _ 3 000 ლარი; ალექსანდრე მირაქოვი _ 2 000 ლარი; ილია მუსაშვილი _ 2 000 ლარი; თემურ ბუწაშვილი _ 2 000 ლარი და შპს ,,ავტოჰაუსი'' _ 30 000 ლარი. 

სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველო: გიორგი ვაშაძე _ 2 000 ლარი; გიორგი ვაშაძე _ 20 000 ლარი; ანდრო კიკნაძე _ 98.00 ლარი; დიმიტრი ყიფიანი _ 19.60 ლარი; გიორგი ვაშაძე _ 49.00 ლარი. 

ახალი პოლიტიკური ცენტრი _ გირჩი: ნიკა თოდუა _ 33 000 ლარი; ლაშა ზურაბიანი _ 200 ლარი; ნიკა ობოლაძე _ 4 400 ლარი. 

სალომე ზურაბიშვილი: არჩილ ხარებავა _ 98.00 ლარი; სალომე ზურაბიშვილი _ 10 000 ლარი; სალომე ზურაბიშვილი _ 30 000 ლარი; ინოლა ლებანიძე _ 1 300 ლარი; ნათია პავლიაშვილი _ 1 100 ლარი; მამუკა ბალიაშვილი _ 1 100 ლარი; ხათუნა ვაშაძე _ 1 300 ლარი; ქეთევან მიქაძე _ 1 401 ლარი; ანგი ხუციშვილი _ 901 ლარი; ნინო ცქიტიშვილი _ 301 ლარი; მარინა გაბაშვილი _ 1 000 ლარი; თინათინ მაჭავარიანი _ 1 100 ლარი; კონსტანტინე ნაცვლიშვილი _ 1 500 ლარი; ლალი ბანძელაძე _ 100 ლარი; თამარ ქალდანი _ 500 ლარი; ვახტანგ ლაღიძე _ 50 000 ლარი; ანგი ხუციშვილი _ 1 830 ლარი, რაც არაფულადი შენატანია და MEღჩEDEშ BENძ ML 500-ის ორი თვით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის იჯარას წარმოადგენს; ივანე მაჭავარიანი _ 1 525 ლარი, ესეც არაფულადი შენატანია და HYNDAI თEღღAჩAN-ის ორი თვით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემას გულისხმობს; ირაკლი ლეგაშვილი _ 1 220 ლარი, ესეც არაფულადი შენატანია და MIთშUBIშHI PAჟEღO-ს ორი თვით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემას ეხება; ირმა სანაძე _ 1 220 ლარი, არაფულადი შენატანი, რაც თOYOთA ჩAMღY-ს ორი თვით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემას გულისხმობს; შორენა მექვაბიშვილი _ 1 525 ლარი, არაფულადი შენატანია, რომელიც HYNDAI შONAთA HYBღID-ის ორი თვით, უსასყიდლო საქარგებლობაში გადაცემას ეხება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში