კორეელებს ფუფუნება შეუყვარდათ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ კორეა ფუფუნების საგნების გაყიდვების მოცულობით ლიდერობს მსოფლიოში, - წერს Bloomberg-ი, ფინანსური კონგლომერატის - Morgan Stanley-ის კვლევებზე დაყრდნობით. 2022 წელს, კორეელებმა ტანსაცმელზე, ჩანთებზე, ფეხსაცმელსა და ცნობილი ბრენდების სამკაულებზე 16.8 მილიარდი დოლარი დახარჯეს.ფუფუნების საგნების მყიდველები სამხრეთ კორეაში ხელმძღვანელობენ პრინციპით - You Only Live Once („მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ“).

ანალიტიკოსების თქმით, ბრენდების ასეთი პოპულარობა აიხსნება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობითა და სურვილით, წარმოაჩინონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა. სამხრეთ კორეაში უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას და ფინანსურ წარმატებას, ვიდრე -სხვა ქვეყნებში.