ბრიტანეთის პრემიერი დააჯარიმეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანული საგრაფო ლანკაშირის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი საგზაო მოძრაობის წესების გამო დააჯარიმა - სუნაკი უსაფრთხოების ღვედის გარეშე იჯდა მანქანაში. ამ დღეებში, პრემიერმა ავტოში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, ის უკანა სავარძელში იჯდა და თავისი მთავრობის ეკონომიკურ პროგრამაზე საუბრობდა. თუმცა, ბრიტანელებმა ამ პროგამაზე მეტად იმას მიაქციეს ყურადღება, რომ სუნაკი კანონის დარღვევით, ღვედის გარშე მგზავრობდა. სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ლანკაშირის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ლონდონელი, 42 წლის მამაკაცი 100 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. თუკი თანხა დროულად არ იქნა გადახდილი, საქმე სასამართლოში წავა, ჯარიმა კი 500 გირვანქამდე გაიზრდება.