უკრაინის პრეზიდენტი რუსებს მიმართავს

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს რუსულად მიმართა, რომ მათი „ლაჩრული დუმილი“ იმით დასრულდება, რომ ერთ დღეს „ტერორისტები მათაც მიაკითხავენ“ და დამცველი აღარავინ ეყოლებათ. წუხანდელი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ტერორი უწოდა ქალაქ დნეპრში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე 14 იანვარს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ახლაც კი ვერ ახერხებენ ტერორის დასაგმობად თუნდაც რამდენიმე სიტყვის თქმას, მუხედავად იმისა, რომ ყველაფერს შესანიშნავად ხედავენ და ყველაფერი იციან. ზელენსკიმ რუსებს მიმართა, რომ ლაჩრული დუმილი და მოცდის მცდელობა იმით დასრულდება, რომ ერთ დღეს ტერორისტები მათაც მიაკითხავენ, რადგან ბოროტება ყოველთვის იმახსოვრებს მათ, ვისაც ეშინია და გარიგებას ცდილობს, და მათი დამცველი აღარავინ იქნება.

15 იანვრის საღამოს მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი. 30-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ქალაქში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული