ათამდე გაიზარდა დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი, დაჭრილია 64 ადამიანი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში 14 იანვარს რუსეთის იერიშის შედეგად დაინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი - იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო.

მისი მონაცემებით, დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგო. დაჭრილია 64 პირი, რომელთა შორის 12 ბავშვია, მათგან ყველაზე პატარა სამი წლისაა.

ნანგრევებიდან ამოიყვანეს 40-მდე ადამიანი, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.