"არ მეგონა "ავერსი" ამას თუ იკადრებდა" - თენგიზ ცერცვაძე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მას და მის თანამშრომლებს უფასო საშვები გაუუქმეს, რის გამოც ავადმყოფებთან მისასვლელად, თანხის გადახდა მოუწევთ.

"გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამასაც მოვესწარი, რომ ჩემს სამსახურში, ავადმყოფებთან მისასვლელად ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს. იგივეს გაკეთება უწევთ ჩვენი ცენტრის სხვა თანამშრომლებსაც. საახალწლო ხუმრობა არ გეგონოთ, ნამდვილად ასეა. უფასო საშვები გაგვიუქმეს. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამას იკადრებდა," - აცხადებს ცერცვაძე.