კიდევ ერთი ღამე ერთად...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფოტომ, რომელიც შობის ღამეს კელი ნასიმენტომ გამოაქვეყნა, მსოფლიო მოიარა და ბევრი ადამიანი დაასევდიანა. კელი ნასიმენტო მამას, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, ანუ უბრალოდ პელეს ეხუტება. ფეხბურთის მეფედ აღიარებული ბრაზილიელი, კიბოს ებრძვის და ამას გულისა და თირკმელების პრობლემაც დაემატა. ექიმები ამბობენ, რომ ქიმიოთერაპია ისეთ ეფექტს ვეღარ იძლევა, როგორსაც ადრე და 82 წლის ლეგენდის მდგომარეობა მძიმეა.

იმავე ექიმების მტკიცებით, პელესთან შვილები, ედინიო და კელი მუდმივად იმყოფებიან და მამას წამითაც არ ტოვებენ მარტო.  შობაც მასთან ერთად გაატარეს და თითოეულ გათენებულ დილას გამარჯვებად მიიჩნეევენ.