ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია - ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.