მსოფლიო თეატრალურ ოლიმპიადაზე "თავისუფალი თეატრი" ორი სპექტაქლით წარსდგება

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2023 წელს, ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენა, მსოფლიო თეატრალური ოლიმპიადაა, რომელიც ტარდება უნგრეთში, ბუდაპეშტში და უნგრეთის პრაქტიკულად ყველა ქალაქში. ოლიმპიადაზე სამი თვის მანძილზე (აპრილი, მაისი, ივნისი) წარმოდგენილი იქნება როგორც მთავარი პროგრამა, რომელშიაც 30 მდე სპექტაკლია, ასევე ღია პროგრამაც, სადაც 1000 ზე მეტი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. საქართველო მონაწილეობას მიიღებს მთავარ პროგრამაში, "თავისუფალი თეატრის" ორი სპექტაკლით "რიჩარდ მესამე" და "ოტელო". გარდა ამისა, ოლიმპიადის დახურვისთვის სპეციალურად მომზადებულ სპექტაკლში "ადამიანის ტრაგედია", რომელსაც დადგამს ცნობილი და ჩემი საყვარელი უნგრელი რეჟისორი ატილა ვიდნიანსკი, ათზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდა მსახიობთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის 14 სტუდენტიც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი სპექტაკლების ჩვენების პერიოდში, ოლიმპიადამ მიიწვია საქართველოს კულტურის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი. ეხლა, როდესაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა 2023 წლის თეატრალური ოლიმპიადის მთავარი პროგრამა, მეგობრებისა და კოლეგების თხოვნით და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, ვაქვეყნებ უკვე თარიღებით, დამტკიცებულ მთავარ პროგრამას, რომელსაც აკლია და უახლოეს პერიოდში დაემატება კიდევ ის რამოდენიმე სპექტაკლი, რომელთა ჩვენების დეტალებიც ამ ეტაპზე ზუსტდება. პროფესიონალი მაყურებელი, ვისთვისაც ცნობილია მონაწილეთა სახელები, პროგრამის გაცნობის შემდეგ ადვილად მიხვდება თუ რას განვიცდით და როგორ ვღელავთ მთელი თეატრი. წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში.