ოპოზიცია ითხოვს ჩინოვნიკების დამნაშავეებად გამოცხადებას რუსეთთან დადებული ხელშეკრულების გამო-სოხუმი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთში ოპოზიცია მოითხოვს პასუხისგებაში მიეცნენ ის თანამდებობის პირები, რომლებმაც შეიტანეს ყალბი მონაცემები ბიჭვინთვის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმების ტექსტში. დოკუმენტი რატიფიცირებულია აფხაზეთის პარლამენტში, თუმცა საზოგადოებაში ამ დრომდე მწვავე დებატები მიმდინარეობს.

საუბარია სახელმწიფო აგარაკების და ბიჭვინთაში დიდი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემაზე. გარდა იმისა, რომ თავად ამ ინიციატივამ გამოიწვია პროტესტი, ასევე აღმოჩნდა, რომ 2022 წლის იანვარში ხელმოწერილ ხელშეკრულების ტექსტში არასანდო კოორდინატები იყო შეტანილი.

შედეგად, მიწის ნაკვეთები და ზღვის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვნად სცილდება თავად სახელმწიფო აგარაკის საზღვრებს, გადადის რუსეთის მფლობელობაში.

“ფაქტობრივად 343 ჰექტარია” – ამბობს აფხაზეთის ოპოზიცია პარლამენტში და დასძენს:

“საზღვაო ტერიტორია, 16 საცხოვრებელი კორპუსი და ნაკრძალის ნაწილი – გაუგებარია რისი წართმევა სურს რუსეთს აფხაზეთისთვის და მისცემს თუ არა აფხაზეთის პარლამენტი მათ ამის უფლებას.”

სამმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ – აიდგილარამ, აიაირამ და აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტმა მიმართა გენერალურ პროკურორს ადგურ აგრბას, რათა პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც დაუშვა ყალბი მონაცემების შეთანხმების ტექსტში შეტანა.

მონაცემების არასანდოობას არც სოხუმში და არც მოსკოვში არ უარყოფენ. გენერალურმა პროკურორმა კი რეალურად მხოლოდ უნდა შეაფასოს, არის თუ არა დანაშაული თანამდებობის პირების ქმედება, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს საერთაშორისო შეთანხმების ტექსტში.

სამმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ – აიდგილარამ, აიაირამ და აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტმა მიმართა გენერალურ პროკურორს ადგურ აგრბას, რათა პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც დაუშვა ყალბი მონაცემების შეთანხმების ტექსტში შეტანა.

მონაცემების არასანდოობას არც სოხუმში და არც მოსკოვში არ უარყოფენ. გენერალურ პროკურორს კი რეალურად მხოლოდ უნდა შეაფასოს, არის თუ არა დანაშაული თანამდებობის პირების ქმედება, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს საერთაშორისო შეთანხმების ტექსტში.

ოპოზიცია თავის მიმართვაში მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლზე, სადაც საუბარია „გულგრილობაზე, რამაც გამოიწვია მოქალაქეების ან ორგანიზაციების უფლებებისა და თავისუფალი ინტერესების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერად დაცული ინტერესების მნიშვნელოვანი დარღვევა.”

თუ გენერალური პროკურორი „დანაშაულის“ შეფასებას დაეთანხმება, პირველი დარტყმა სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან კუბრავა იქნება. სწორედ მისი ხელმოწერაა დოკუმენტზე აფხაზეთის მხრიდან.

თუმცა, ოპოზიცია პროკურორის ყურადღებას შეთანხმების სხვა დეტალებზე ამახვილებს.

კერძოდ, კონსტიტუციის გარკვეული ნორმების და მოქმედი კანონმდებლობის მრავალრიცხოვან დარღვევაზე.

„საზოგადოებრივ პალატაში მოსმენების შედეგი იყო რეკომენდაცია პარლამენტისთვის, არ მოეხდინათ ამ შეთანხმების რატიფიცირება სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებამდე.“ – ნათქვამია მიმართვაში.

წყარო: ჯემნიუსი