ნიკოტინზე მეტად, სიზარმაცე კლავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფიზიკური პასიურობა ძირითადი ფაქტორია ისეთი დაავადებების განვითარებისა, როგორებიცაა დიაბეტი, გონებასუსტობა და სიმსუქნე. ცხოვრების უმოძრაო წესი, რომელსაც ჩვენს გლობალიზებულ საზოგადოებაში ბევრი ანიჭებს უპირატესობას, უფრო ხშირად იწევევს ლეტალურ შედეგს, ვიდრე მოწევა. როგორც ბრიტანული „თაიმი“ წერს, ნისლიან ალბიონზე, ყოველი მეექვსე სიკვდილი გამოწვეულია ცხოვრების პასიური წესით, მთლიანობაში კი, მოსახლეობა 20%-ით ნაკლებს მოძრაობს, ვიდრე 60-იან წლებში. ადამიანები დღეს ისეთ მინიმალურ რეკომენდაციებსაც კი არ ასრულებენ, როგორიც თუნდაც, ნახევარსაათიანი გასეირნებაა, კვირაში ხუთჯერ. ზოგადად, ინგლისელები ერთ-ერთი ყველაზე უფრო ზარმაცი ერია მსოფლიოში. ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედი არასაკმარისად აქტიურია. ბრიტანელების მესამედი - ახალგაზრდებიცა და პენსიონერებიც - დღეში ექვს საათზე მეტხანს ატარებენ მჯდომარე პოზაში, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები ამსუბუქებს სამუშაოს სახლშიც და სამსახურშიც. ფაქტია, რომ ტელევიზორები, კომპიუტერები, პლანშეტები, მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები ხალხს მაგნიტივით იზიდავენ. სწავლულების თქმით, სამწუხაროდ, დღეს, ფიზიკურ პასიურობას ჯანმრთელობისთვის საფრთხედ არ აღიქვამენ. არადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ძირითადი ფაქტორია, როგორც სიმსუქნის, დიაბეტისა და გონებსუსტობის, ასევე, სხვადასხვა დაავადების განვითარების მხრივ.