სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი დასკვნა - რა დარღვევები გამოვლინდა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„საქსტატის“ შტატიანი თანამშრომლები შეთავსებით შტატგარეშეებად მუშაობდნენ

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სტატისტიკის ეროვნული სამსახური შეამოწმა.  „საქსტატის“ მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურებისა და ტრანსპორტის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, შტატით დასაქმებულებზე შეთავსებით, შრომითი ხელშეკრულებით გაცემულანაზღაურებაში ხარვეზებია. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებსა და ტრანსპორტის ხარჯებს,ამ მხრივ, სახელმწიფო აუდიტორებს „საქსტატში“ ხარვეზები არ გამოუვლენიათ.

 

ვიდრე შრომის ანაზღაურებაში არსებულ ხარვეზებს განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ „საქსტატი“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით. „საქსტატი“ თავის საქმიანობას ახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სსიპ„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ დებულების, „საქსტატის“ საბჭოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

„საქსტატის“ საქმიანობის განმხილველი ორგანოა უწყებასთან არსებული საბჭო, რომლის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება საბჭოს თავმჯდომარის არჩევა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურის წარდგენა, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა, „საქსტატის“ საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განხილვა და დამტკიცება, „საქსტატის“ ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

„საქსტატს“ ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად,ამ უწყების საბჭოს თავმჯდომარეცაა. საბჭო შედგება რვა წევრისაგან, საიდანაც ერთი- საქართველოს ეროვნული ბანკის, ერთი- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ერთიკი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელია. რაც შეეხება საბჭოს დანარჩენ ხუთ წევრს,არცერთი მათგანი საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს.

ახლა ვნახოთ, კონკრეტულად რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა „საქსტატში“. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, საჯარომოსამსახურე ვალდებულია, რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ეფექტიანი ხარჯვით, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯაროსამსახურში ორგანიზაციული პროცესი, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.

„აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ „საქსტატში“, სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე შტატიანი მოსამსახურეები, შრომითი ხელშეკრულებით, შეთავსებით მუშაობდნენ შტატგარეშედ ანუფაქტობრივად, სამუშაო დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ორ პოზიციაზე იყვნენ დასაქმებულები. ეს განპირობებული იყო „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 8 თებერვლის №13 ბრძანებითდამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფარგლებს გარეთ„საქსტატის“ სისტემაში დასაქმებული პირების მიერ შეთავსებით სამუშაოს, მისი შესრულების ფორმის და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების განსაზღვრისა და გაცემის წესით“, რომელიც საშუალებას აძლევდა შტატიან თანამშრომლებს, ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ ნებისმიერ დროს, მათშორის, სამუშაო საათებშიც, შეთავსებით შეესრულებინათ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

საშტატო თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლების სარგოგანისაზღვრება ნამუშევარი საათების მიხედვით. შრომის ანაზღაურების პირველად დოკუმენტს, საშტატო განრიგთან ერთად, წარმოადგენს ნამუშევარი დროის ამსახველი დოკუმენტი − ტაბელი. შესაბამისად, საშტატო სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილი დროის რესურსის გამოყენება სხვა საქმიანობისთვის, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისთვის, წარმოადგენს საჯარო მოსამსახურის რესურსების არაპროდუქტიულ გამოყენებას. აუდიტორების მტკიცებით:

„2020 წელს - 68, ხოლო 2021 წელს - 93 შტატიანი თანამშრომელი პარალელურადმუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით. შეთავსებით მუშაობისას, შრომითი ხელშეკრულებით ანაზღაურებულმა თანხამ 2020 წელს შეადგინა 202 325 ლარი, 2021 წელს - 404 695 ლარი. ამასთან, გაურკვეველია, შტატით განსაზღვრული სამუშაოებისთვის განკუთვნილი დროის რა ნაწილი დაიხარჯა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. „საქსტატში“ დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა სათანადო კონტროლს -რა დროს უთმობდნენ შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები ძირითად სამუშაოს და რამდენს - შეთავსებით სამუშაოს, რაც ხელს უშლის ხარჯების ეკონომიურ განკარგვას“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ„საქსტატში“ დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სათანადო კონტროლს.მეტიც, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 8 თებერვლის №13 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფარგლებს გარეთ „საქსტატის“ სისტემაში დასაქმებული პირების მიერ შეთავსებით სამუშაოს, მისი შესრულების ფორმის, მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების განსაზღვრისა და გაცემის წესი“ ვერ უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნის დაცვას. შესაბამისად, შტატიან თანამშრომლებს საშუალებას აძლევდა სამუშაოსაათებშიც შეესრულებინათ შეთავსებით შრომითი ხელშეკრულებითგანსაზღვრული სამუშაო, რაც ზრდის არაეკონომიური ხარჯების გაწევის შესაძლებლობას.

ავტორი:  მაკა რუხაძე