ეკოლოგიური დრეს-კოდი „ოსკარის“ ცერემონიაზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა კინოაკადემიკოსებმა „ოსკარის“ პრემიისთვის ეკოლოგიური დრეს-კოდი შემოიღეს. მათ კოლაბორაციის შესახებ განაცხადეს „მდგრად“ ორგანიზაციასთან, რომელიც დიზაინისა და გართობის სამყაროში ეკო-იდეებს - Red Carpet Green Dress Global აპიარებს. შედეგად, მივიღეთ ის, რომ ამიერიდან, „ოსკარის“ სტუმრები მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ სამოსის შერჩევას. ორგანიზაცია სახელგანთქმულ ადამიანებს სთავაზობს, ისარგებლონ სპეციალური სახელმძღვანელოთი და შეარჩიონ გამოსასვლელი სამოსი შემდეგი კატეგორიებიდან: ორგანული ტანსაცმელი, ეკო-ნახელავი დამოუკიდებელი ბრენდებისგან, ეკო-ტყავი, ასევე, ვინტაჟური ნივთები. როგორც დასავლური მედია წერს, გზამკვლევი ეკოლოგიური დრეს-კოდის შესახებ, წინასწარ გავრცელდება ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს შორის.