„ვირუსული ინფექციების მართვა, შესაძლებელია ბინაზე, ოჯახის ექიმების რეკომენდაციითა და ჩართულობით“-ინფექციონისტი

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნამდვილად არ იძლევა შეშფოთებისა დაგანგაშის  საბაბს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთანსაუბრისას.  

მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვატიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში, მივიწყებული იყო. ახლა კი, როდესაც ისნაკლებად აქტუალურია, კვლავ გააქტიურდა მაგალითად, რინოვირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური სეზონური ვირუსები.

ტემპერატურა, მათ შორის მაღალი, თავისა და გელის ტკივილი, მშრალი ყველა, ცხვირიდანგამონადენი და ძლიერი ზოგადი სისუსტე - ეს ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვისდამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებია. მისი მსუბუქი და საშუალო სახეობები, მკურნალობის თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას ნამდვილად არ საჭიროებებს. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, ასაკისა დადოზების შესაბამისად“, -ამბობს შორენა კიწმარიშვილი.

ინფექციონისტის თქმით, ვირუსული ინფექციების მართვა, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, ბინაზე მკურნალობით:

ამ ეტაპზე, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება და შესაძლებელია, ოჯახის ექიმისრეკომენდაციებით, ბინაზე გაგრძელდეს მკურნალობა. თუმცა, სიფრთხილე ნამდვილად უნდაგამოვიჩინოთ, მაგალითად, 0-დან 2 წლამდე ბავშვებში - უფრო მეტადრესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ცირკულირებს, მისი გართულება კი ხშირია, პნევმონიისსახით. ამიტომ, მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, რომბავშვი ბინაზე იმართოს და ჰოსპიტალიზაციას, როგორც დიდების შემთხვევაში, მხოლოდსაჭიროებისას მიმართონ“.

შორენა კიწმარიშვილის თქმით, ხშირი მიმართვიანობის მიუხედავად, განგაშის საფუძველი არარსებობს, თავად სეზონური ვირუსების ცირკულირება კი, 2-3 თვის განმავლობაშიგაგრძელდება. როგორც ინფექციონისტი ამბობს, რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია სახლში დარჩენა. რაც შეეხება პრევენციას, ვირუსების გავრცელების თავიდანასაცილებლად, საუკეთესო გზა ჰიგიენური ნორმების, ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა, ხალხმრავლობაში პირბადის გამოყენებაა და რაც მთავარია, ვაქცინაცაა.