მარადონას უდიდესი პორტრეტი დახატეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გამოსახულება გაჩნდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდია. მხატვარ-მონუმენტალისტის, მარტინ რონის შექმნილმა პორტრეტმა 14-სართულიანი შენობის კედელი დაამშვენა. უზარმაზარი გამოსახულება, რომლის ფართობიც 1600 კვადრატული მეტრია, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს გადაღებული ფოტოს მიხედვით დაიხატა. მაშინ არგენტინის ნაკრები გერმანიას ხვდებოდა. მხატვარმა და მისმა შვიდმა დამხმარემ პორტრეტის დახატვაზე 800 ლიტრი საღებავი და 25 დღე დახარჯეს.