ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სახელით სამუშაო ვახშამი გაიმართა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.