Menu
RSS

განსაკუთრებით ბევრია შემთხვევა, როდესაც ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ავტომანქანას უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს (მაგალითად, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 81 000 ლარის ღირებულების BMჭ მარკის ავტომობილი აჩუქა). კომპანია „მათე მოტორსმა“ 66 497 ლარის ღირებულების „ტოიტა პრადო“ გადასცა სახელმწიფოს. საქველმოქმედო ფონდმა „ცისკარი“ 300 000 ლარზე მეტი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო შპს Mელვალე ჩორპორატინ-მა 216 960 ლარის ღირებულების დამცავი ფარები აჩუქა სახელმწიფოს. საქართველოს სპორტულმა საზოგადოება „მართვემ'' კი 800 000 აშშ დოლარად შეფასებული, თბილისში, ცოტნე დადიანის #134-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (16 994 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ამავე პერიოდში, შპს „გოგირდის აბანომ“ 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა-ნაგებობები გადასცა სახელმწიფოს. 2006 წელს ერთ-ერთი ყველზე მაღალი ღირებულების უძრავი ქონება _ 1 227 554 ლარად შეფასებული თბილისში, დადიანის ქუჩა #28-ში მდებარე შენობა, საერთო ფართით 412 კვ.მ. და მისი მიწის ნაკვეთი _ ფართით 566 კვ.მ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
 
2006 წელს შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე, 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. შპს „ნატვრის ხემ“ კი ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა სახელმწიფოს.
2007 წელს შპს „ჯორჯიან ეარვეისმა“ 3 182 924 ლარის ღირებულების TOYOTA PRADO, TOYOTA CAMRY და TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილები (ჯამში 75 ერთეული) აჩუქა სახელმწიფოს. ამავე წელს, კავშირმა „თანადგომა XXI საუკუნემ“ 18 351 165 ლარის სამედიცინო მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
ეს არის ათიათასობით მსგავსი ან თითქმის მსგავსი ისტორიიდან მხოლოდ რამდენიმე ამბის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ე.წ. „გახმაურებული საქმეების“ კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს საქმეები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან დაზარალდა სხვადასხვა ადამიანი, ზოგს უძრავი ქონება წაართვეს, ზოგს _ ბიზნესი, ზოგს _ პირდაპირ ფული, ზოგი ციხეში გამოკეტეს და შემდეგ აიძულეს, დაეთმო საკუთრება, ზოგჯერ, ართმევდნენ საკუთრებას და ამის შემდეგ ისტუმრებდნენ საპყრობილეში.
მხოლოდ 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 449 292 ლარი და 218 500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ _ ჯამში, 9 990 898 ლარი, 5 616 800 აშშ დოლარი და 10 100 ევრო, 2007 წელს კი ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 123 396 887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სახელმწიფოს ამ პერიოდში ჩუქნიდნენ როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს. 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო.
2007 წელს გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა, როდესაც ფიზიკური პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს ქალაქის ცენტრში მდებარე უძრავ ქონებას. ჯამში, ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.
2008-2012 წლებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილმა ძარცვა-გლეჯამ არნახული მასშტაბი შეიძინა. ართმევდნენ ყველას, ვინც მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი არ იყო, ართმევდნენ ყველაფერს _ ავტომობილიდან, მიწის ნაკვეთიდან და ბიზნესიდან დაწყებული, ჯანმრთელობით, სიცოცხლით და ღირსებით დამთავრებული.
„კავკასუს ონლაინი“, „არტი ჯგუფი“, „მაგნატი“, კუს ტბა, „სენტა“, რიყე, „ინტელექტბანკი“, და სხვა და სხვა, _ ეს გახმაურებული საქმეებია. მათი გახმაურება იმ ცალკეული ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ძალისხმევის შედეგია, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ წნეხს, ცთუნებას, მუქარას და ადამიანებს ეუბნებოდნენ სიმართლეს.
„იმედი“, „იბერია“, „202“, ,,პრესა.გე'' ნაციონალურმა მოძრაობამ დახურა, მიიტაცა, საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. ჟურნალისტებს იჭერდნენ, აიძულებდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა, ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით, ხდებოდა მათი მოსყიდვა, ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟება, აიძულებდნენ შეშვებოდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას, რათა არავის ცოდნოდა ის, რაც ხდებოდა.
ხელისუფლება, რომელიც ანტენებს ებრძოდა. ხელისუფლება, რომელმაც შვა ალისტრახო.
ცხელი ამბების დასტა
2016 წლის 9 აპრილს, საინფორმაციო სააგენტოებმა მეტად უცნაური ინფორმაცია გაავრცელეს: „სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბესო გაზდელიანი წუხელ, 9 აპრილის მემორიალთან, სლოვაკეთის დელეგაციის, რომელსაც ვიცე-პრემიერი, მიროსლავ ლაიჩაკი ხელმძღვანელობდა, გვირგვინის ლენტის დაწვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაზდელიანმა განუცხადა, უმჯობესი იქნებოდა, სლოვაკეთის დელეგაციას გვირგვინზე არა რუსეთის დროშის იდენტური ფერების ლენტი, არამედ მინაწერი გაეკეთებინა. „ლენტის მაგივრად ჯობდა, რომ მინაწერი გაეკეთებინათ, თუ რომელი ქვეყნის დელეგაციის მიერ იყო გვირგვინი დადებული. სლოვაკეთის დელეგაციას და მათ ქვეყანას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ეს მათი შეცდომაა. უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს გარკვეულ რეაქციებს გამოიწვევდა. ლენტის დაწვა არა ჩემი პირადი, არამედ იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია იყო. ბოდიში არავის არ აქვს მოსახდელი'', _ განაცხადა ბესო გაზდელიანმა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი დაწვა, რადგან მიიჩნია, რომ ლენტი რუსეთის დროში ნაწილი იყო“.
ცოტა არ იყოს, სასაცილოა, როგორც თავად ფაქტი, ასევე _ გიგი უგულავასადმი დაქვემდებარებული ბესო გაზდელიანის ის განცხადება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ვიცე-პრემიერს ასწავლის, როგორი უნდა იყოს გვირგვინი, რა ფერებში უნდა იყოს ლენტი და რა უნდა ეწეროს ლენტს. საინტერესოა, რომ 2009 წელს, სამხედრო ექსპერტი, პროფესორი ვახტანგ მაისაია სწორედ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნის, სლოვაკეთის, სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს.
ასე იყო თუ ისე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაწვა მეგობარი ქვეყნის დროშა და ბოდიშიც არ მოიხადა. ნაციონალები იგივე წარმატებით დაწვავდნენ საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და ყველა იმ ქვეყნების სამფეროვან, ლურჯ-თეთრ-წითელ დროშებს და... ბოდიშსაც არ მოიხდიდნენ. ნაციონალური მოძრაობის და ასევე, აწ უკვე მათი გამონაყოფის, ევროპული საქართველოს ლიდერთა ერთ ნაწილს მართლა არ გაუგია, რომ აღნიშნული ფერებით მხოლოდ რუსეთის დროშა არ არის შემკული, მაგრამ ეს იცის მეორე ნაწილმა. ორივე ნაწილს კი ის აერთიანებს, რომ შეცდომას არასოდეს აღიარებს და ბოდიშს არასოდეს იხდის, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა კონკრეტული დანაშაული, დანაშაულთა მთელი ჯაჭვი წლების შემდეგ შეცდომად მიიჩნია, თუმცა ბოდიში არ მოუხდია _ „ძველი ამბავია, რაღა დროს ეგენია, დავივიწყოთ, წინ ვიაროთ“.
ასე, ამგვარად და ამნაირად: რაღა დროს ვაზაგაშვილი, გამცემლიძე, რობაქიძე და გირგვლიანია? 7 ნოემბრის, 6 მაისის, 26 მაისის და 15 ივნისის სისხლიანი დარბევები?! ეგ ხომ ძველი ამბებია?! ჯიხურზე შემოწყობილი გვამები? ხდება ხოლმე! პატიმრები? პატიმრები, პატიმრები... შემოეცემათ, შემოეწამათ, შემოემტვრიათ, შემოეინვალიდდათ, შემოეუპატიურათ, შემოაკვდათ! ქვების გროვა? იხუმრა!.. დავივიწყოთ, წინ ვიაროთ!
იმისი არ იყოს, ერთ-ერთი ნაციონალი დეზერტირებში ნაყიდ ხორცს იერუსალიმიდან ჩამოტანილ ქაშერულ პროდუქტად რომ ასაღებდა და ჩემმა მეგობარმა მართებულად რომ შენიშნა _ თვისტომს, სისხლს და ხორცს, მორწმუნე ადამიანებს ასე რომ ექცეოდა, ჩვენ რაღას გვიზამდაო... ნატო-სა და ევროკავშირის წევრი საქართველოს მეგობარი ქვეყნის დროშას რომ დაწვავ და ბოდიშსაც არ მოიხდი, როგორ მოექცევი იმ ქვეყანას, რომელიც სათარეშოდ გაგიხდია?! ისიც კი არ უთქვამთ, შემოგვეწვაო. თქვეს, დავწვით და ბოდიშსაც არ მოვიხდითო.
არ შემოპატიმრებიათ, სრულიად შეგნებულად, 26 მაისისა და სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ღრეობის ამსახველი ფოტოსურათების გადაღების გამო დააკავეს სამი ცნობილი ფოტორეპორტიორი, ოფიციალური ბრალდება _ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა. ქართული მედიის ერთი ნაწილისა და დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევით, იძულებულები გახდნენ, ფოტორეპორტიორები გაეთავისუფლებინათ, თუმცა დღემდე არ განუმარტავთ, რატომ გაათავისუფლეს, თუ ისინი ჯაშუშები იყვნენ და რად არ მოუბოდიშეს, თუ ჯაშუშობის ბრალდება მოგონილი იყო.
არის თემები, რომელთა გახსენებაც არ უნდათ, რადგან არათუ „ძველი ამბავია“ და „რაღა დროს ეგენია“, არამედ, ბოდიშის მოხდაც კი უდიდესი ცინიზმია. ერთ-ერთი მათგანია ომის ვეტერანთა აქციის დარბევა, რადგან კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ბიჭებს, კაცებს, პოლიციელები ხელკეტებით გაუსწორდნენ და ქალბატონიც „შემოელახათ“.
9 წლის განმავლობაში, სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან, გამამტყუნებელი განაჩენი 64 140 პირის მიმართ იქნა გამოტანილი (64 537-დან). გამამტყუნებელი განაჩენების ცხრა წლის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 98.5%-ს უდრის.
დიტო გელოვანი

დაბრუნება დასაწყისში