წილი ნაყარია - საქართველო ურთულეს ჯგუფში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის  შესარჩევი ეტაპის წილისყრა გასულ უქმეებზე გერმანიაშ გაიმართა. საქართველოს ნაკრებს ცუდი პერიოდი ნამდვილად არ უდგას და შესაბამისად, საშუალო ჯგუფში მოხვედრა ჩვენთვის შანსი იყო, თუმცა ბედმა თუ უბედობამ ისე ინება, ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი გვერგო. ჩვენი მეტოქე ესპანეთის ძლერი გუნდი, ერლინ ჰოლანდის ნორვეგია, ყოველთვის უხერხული შოტლანდია და თემურ ქეცბაიას კვიპროსი იქნება. ჰო, კვიპროსი, რომლის თავკაცადაც ორიოდე თვის წინ ქართველი სპეციალისტი დაინიშნა და გვეეჭვება,  საქართველოსთან ჯგუფში მოხვედრა გახარებოდა.

ამის მიუხედავად, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ... გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა ლიგა მოიგო და ახლა პლეი-ოფის მატრჩები ელოდება. შესაბამისად, პლეი-ოფში, ჯერ ყაზახეთს, შემდეგ კი თურქეთსა და საბერძნეთის წყვილს შორის გამარჯვებულს თუ მოვუგებთ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოვხვდებით და ეს შესარჩევი ჩვენთვის უბრალო ფრომალობა იქნება. რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, ასე გამოიყურება (რუსეთის ნაკრები შესარჩევიდან ოფიციალურად მოხსნილია):

A ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი.

B ჯგუფი: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი.

C ჯგუფი: იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრდ. მაკედონია, მალტა.

D ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი, ლატვია.

E ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები, მოლდოვა.

F ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი.

G ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა

H ჯგუფი: დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი, ჩრდ. ირლანდია, სან მარინო.

I ჯგუფი: შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო, ბელარუსი, ანდორა.

J ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ლიხტანშტაინი.