ნარჩენებისგან კვერცხის შემცვლელს ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულთა ჯგუფმა, სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, უჩვეულო გამოყენება მოუძებნა ლუდის წარმოების ნარჩენებს. მკვლევარებმა მის საფუძველზე მცენარეული ემულგატორი შექმნეს, რომელიც კვერცხის გულს ჩაანაცვლებს მაიონეზსა და ნაყინში. ემულგატორები პროდუქტს ერთგვაროვანი მასის შენრჩუნებაში ეხმარება და არ აძლევს მას საშუალებას, რამდენიმე სითხედ გაიშალოს. მაგალითად, ზეთი და წყალი გამოიყოს მაიონეზში ან სხვა სოუსებში. ჩვეულებისამებრ, სტაბილიზატორად კვერცხის გულს იყენებენ, თუმცა, სწავლულებმა მას უსაფრთხო, მცენარეული შემცვლელი მოუძებნეს. ამისთვის მათ ლუდის ხარშვისთვის გამოყენებული მარცვლეული აიღეს - ყოველწლიურად მსოფლიოში 39 მილიონი ტონა ასეთი ნარჩენი იყრება ნაგავში და ატმოსფეროს აბინძურებს. სპეციალისტებმა კი მისგან, ახალი ტექნოლოგიის წყალობით, მცენარეული ემულგატორი მიიღეს, რომელიც გემობრივი თვისებებით არ ჩამოუვარდებს ჩვულებრივს. მის გამოყენებას ნაღების ნაყინისა და სოიოს რძის წარმოებაში აპირებენ.