ყველაზე „მოღალატე“ ქვეყნები გამოავლინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანია Durex-მა ყველაზე მოღალატე ერების რეიტინგი შეადგინა. გამოკვლევა არა მხოლოდ ღალატის თემას ეხებოდა, არამედ, სექსსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. სიის ლიდერი ტაილანდი აღმოჩნდა, რომლის მცხოვრებთა 56% საკუთარ პარტნიორს ღალატობს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ტაილანდში ბევრ ცოლ-ქმარს „უწესრიგო“ სქესობრივი კავშირი აქვს. კომპანიის გამოკითხვაში მონაწილეობა 26 ქვეყნის წარმომადგენელმა 26 ათასმა ადამიანმა მიიღო ანუ ყოველ ქვეყანაში, 1000 ადამიანი გამოიკითხა. ისიც გაირკვა, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში, ადამიანების უმრავლესობა ღალატს „ეგუება“ და არ განიხილავენ მას, როგორც ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზს. ყველაზე „მოღალატე“ ქვეყნების ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება: ტაილანდი - 56%, დანია - 46%, იტალია - 45%, გერმანია - 45%, საფრანგეთი - 43%, ნორვეგია - 41%, ბელგია - 40%, ესპანეთი - 39%, დიდი ბრიტანეთი - 36%, ფინეთი - 365%.