თევზის ქონი გულსაც უხდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი სწავლულები აცხადებენ, რომ თევზის ქონის ჩართვა ყოველდღიურ რაციონში აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე. ხუთწლიანი კვლევების შედეგად, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სასარგებლო თვისებების გამო, თევზის ქონი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, აუმჯობესებს მის მეხსიერებას და იცავს გულს სხვადასხვა დაავადებებისგან. მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები, მათ შორის, დე-ვიტამინი, ომეგა-3, „ა“ და „ბე“ ვიტამინები, რომლებსაც ეს ქონი შეიცავს, ორგანიზმს ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარება. თევზის ქონიდან მიღებული პრეპარატები ეფექტიანია ინფარქტის, ინსულტისა და გულსსხლძარღვთა დაავადებების სხვა ფორმებისგან დასაცავად.