ჭკვიანი მოწყობილობა - თქვენს დასაცავად!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ, შვედურმა სტარტაპმა - Plegium, საკუთარი ნამუშევარი წარადგინა. Smart  Pepper Spray „ჭკვიანი“ წიწაკის ბალონია, რომელსაც არა მხოლოდ თავდამსხმელის დეზორიენტაცია შეუძლია, არამედ საჭირო დახმარებასაც თავად გამოიძახებს. შვედმა გამომგონებლებმა სპეციალური აპლიკაცია შექმნეს, რომელსაც სმარტფონზე ჩამოტვირთავენ. „ჭკვიანი“ წიწაკიანი ბალონი კი მას ბლუთუსით უკავშირდება. მომხმარებელმა წინასწარ უნდა მიუთითოს კონტაქტები, რომელსაც საფრთხის შემთხვევაში, პროგრამა დაუკავშირდება. გარდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა, მოწყობილობა სირენითა და მოციმციმე შუქებითაც არის აღჭურვილი. ერთი ბალონი, დაახლოებით, ათჯერ გამოყენებას ჰყოფნის, მის აკუმულატორს ოთხწლიანი ვადა აქვს და დამუხტვაც არ სჭირდება. ჭკვიანი მოწყობილობის ფასი 70 ევროა.